ჟიგულის ხუთი ტყუპისცალი, რომლებსაც ალბათ არ იცნობდით
ჟიგულის ხუთი ტყუპისცალი, რომლებსაც ალბათ არ იცნობდით
28.11.2016
„ფიატ 124“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ავტომობილია „ფიატის“ ისტორიაში. არა იმიტომ, რომ ჩვენ ის საბჭოური „ვაზ-ის“ პირველი მოდელის, „ვაზ 2101-ის“ სახით გვახსოვს. არამედ იმიტომ, რომ დებიუტისთანვე (1966 წელს) ის ევროპის 1967 წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა. და იმიტომაც, რომ მისი ხუთი კლონი, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ახალი კომპანიის დაარსების საფუძველი გახდა.

Auto Bild
Fiat 124

ტურინელები ამ ავტომობილს და მის მოდიფიკაციებს 1974 წლამდე აწარმოებდნენ და პარალელურად, მისი წარმოების ლიცენცია პოლონეთში, ესპანეთში, ინდოეთში, თურქთში, სამხრეთ კორეასა და სსრკ-ში გაყიდეს. მის საფუძველზე ესპანური „სეატი“, თავის ქვეყანაში იმ
დროს ძალიან პოპულარულ „სეატ 124-ს“ უშვებდა. ასევე პოპულარული იყო თურქული „ტოფას მურატ 124“, ინდური „პრემიერ 118NE”, პოლონური „პოლსკი ფიატი“, სამხრეთკორეული „ფიატ-კია 124“ და საბჭოური „ვაზ 2101“.

Auto Bild
Seat 124 – ესპანეთი, 1968

თავად „ფიატ 124“ რამდენიმე ტიპის ძარით გამოდიოდა. ის იყო საშუალო ზომის (იმ დროის) სედანი, უნვერსალი, კუპე და კაბრიოლეტი, რომელსაც მნიშვნელოვნად გადაკეთებული ძარა ჰქონდა. იტალიური ბრენდის სახელით ავტომობილს აპენინის ნახევარკუნძულის გარდა, მაროკოსა და მალაიზიაშიც აწარმოებდნენ. მის საბჭოურ კლონს კი სსრკ-ს გარდა, ეგვიპტეშიც უშვებდნენ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი ერთხანს უკრაინაში აწარმოებდნენ. მოკლედ, ეს იყო ნამდვილი გლობალური
ავტომობილი.

Auto Bild
Tofas Murat 124 – თურქეთი, 1971

ლიცენზიურ ვერსიებს შორის, ყველაზე გვიან (1985 წელს) ინდური „პრემიერ 118NE-ის” წარმოება დაიწყო. ოღონდ, ეს იყო „ფიატ 1100-ის“ ვერსია. მისი წარმოება 2001 წლამდე გრძელდებოდა.

Auto Bild
Premier 118NE – ინდოეთი, 1985

მცირე რაოდენობით „ფიატ 124-ის“ კლონები სამხრეთ კორეაში გამოუშვეს. იმ დროს „კია“ ავტომობილებს მხოლოდ ლიცენზიით აწარმოებდა და იტალიური ავტომობილის საკუთარი ვერსია მხოლოდ 7 000 ცალი გამოუშვა.

Auto Bild
Fiat-KIA 124 – სამხრეთ კორეა, 1970

„ფიატ 124-ის“ ყველაზე ცოტა ვერსია ბულგარეთში, „პირინ-ფიატ 124-ის“ სახელით გამოუშვეს. იქ ეს ავტომობილი მხოლოდ 309 ეგზემპლარი დამზადდა, რომელთაგან 274 სედანი იყო, 35 ცალი კი - უნივერსალი.

Auto Bild
Pirin-Fiat 124 – ბულგარეთი, 1967

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ გავყიდოთ ზაპოროჟეცი 9 000 დოლარად
Auto Bild


ერთადერთი ეგზემპლარი მსოფლიოში:
იცოდით ამ კაბრიოლეტის შესახებ?

Auto Bild


გაგიჟდით?! 1979 წელს გამოშვებულ
”ნოლ შესტს” 80 000 დოლარად ყიდიან!

Auto Bild


გერმანიაში 1992 წელს გამოშვებული ”ნოლ პიატი” ძვირად ფასობს!
Auto Bild


რუსები ახალ ავტომობილებს ამზადებენ
Auto Bild


პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რეტრო-ჟიგული - რუსები ახალ ”კაპეიკას” გამოუშვებენ?
Auto Bild


რუსეთში ცოლს პედლები აერია და ქმარს დაარტყა! (+ VIDEO)
Auto Bild


რუსებმა УАЗ ”ბუხანკის” ინტერიერი 52 წლის შემდეგ პირველად განაახლეს
Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild


როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი?
Auto Bild


როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
Auto Bild


გრძელი ნივის ახალი ვერსია
Auto Bild


რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild


რუსული სუპერქარი?
Auto Bild


უცნობი რუსული ავტომობილები
Auto Bild


რუსული ტიუნინგის ”მარგალიტები”
Auto Bild


რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
Auto Bild


ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
Auto Bild


ქალი და მანქანა საბჭოთა კავშირში
Auto Bild


რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად