სახიფათო რუსი - ჩემი ჟიგული გერმანიაში ბევრისთვის პროვოკაცია იყო...
სახიფათო რუსი - ჩემი ჟიგული გერმანიაში ბევრისთვის პროვოკაცია იყო...
18.07.2017
1986 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გდრ-ის საზღვართან ახლოს გიმნაზიაში საბჭოთა ავტომობილით მისვლა ჩვეულებრივი ამბავი არ იყო...

მე რომ მკითხოთ, ჩემს სკოლის მეგობრებს, კრისტოფს, ნილს და ტორსტენს ყოველთვის ვიცნობდი. დაბადებამდეც კი. მოკლედ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ამას წინათ სამივეს ერთად ვეუბნები, ჩემი ძველი ”ლადა” გაიხსენეთ და ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც ამ ავტომობილთან დაკავშირებით პირველად გაგახსენდებათ-მეთქი. დაიწყეს ჩამოთვლა: ”წვეულებები, ლუდი, გართობა, დისკოთეკა, მოწევა, გოგონები, დრიფტაობა” და, რა თქმა უნდა: ”ჟანგი, ჟანგი, ჟანგი”
  • მაშინ გაზრდილები კი არა, უბრალოდ სრულწლოვნები ვიყავით.
1987 წელი რომ დადგა, ჩემი მანქანის
ფრთების ჟანგიანი ნახვრეტებიდან საახალწლო ფოიერვერკები გავუშვით. იმ დროს ჩემი ”ლადა” მხოლოდ 10 წლის იყო, მე კი სულაც რამდენიმე თვის ნაყიდი მყავდა. ეს იყო მანქანა, რომელმაც გაცილებით ადრე დაიწყო დაბერება, ვიდრე წარმომედგინა...

Auto Bild

მანქანა, რომელიც საბჭოთა კავშირში ვაზ 2101-ის, ხოლო მისი კომბი-ვერსია 02-ის სახელით იყიდებოდა, გერმანიაში კი Lada 1200 ერქვა, ქალაქ ლიუბეკში, ერთი ქალბატონისგან შევიძინე. ის ქალი ანარქისტი, თუ რაღაც ამგვარი იყო. მაშინ დასავლეთ, ანუ ევროპულ გერმანიაში ”ლადას” მარკის ავტომობილები მხოლოდ ისეთ ხალხს ჰყავდა, ვისაც ავტომობილის შესაძენი ფული არ ჰქონდა. შევხვდი თუ არა იმ ქალს, ვაჭრობა დავიწყეთ.
500 მარკა დამიფასა, მე 400 შევთავაზე, საბოლოოდ კი 450 მარკაზე შევთანხმდით. ასე ვიყიდე ჩემი პირველი ავტომობილი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ძრავა მუშაობდა, სანომრე ნიშანზე კი ტექ-დათვალიერების ახალი სტიკერი იყო მიწებებული. ოღონდ არ მკითხოთ, რა უფლებით მოახერხა ამ მანქანამ მაშინ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წარმატებით გავლა.

Auto Bild
ეს იყო 1986-ში - ცივი ომის დროს რუსული მანქანა დასავლეთ გერმანიაში პროვოკაცია იყო - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისე გამოიყურებოდა, როგორც AUTO BILD-ის ავტორის, მათიას მიოტშის Lada 1200 Kombi. უნივერსალის ორიგინალი სახელი საბჭოთა კავშირში ვაზ 2102 იყო

რატცებურგში ვცხოვრობდი. სახლიდან გიმნაზიამდე სულ რაღაც 300 მეტრი მქონდა ხოლმე გასავლელი. მიუხედავად ამისა, მას მერე სკოლაში უმანქანოდ აღარ წავსულვარ. დავძრავდი და თითქმის იქვე ვაჩერებდი - ვაპარკინგებდი ისეთი ავტომობილების გვერდით, როგორებიც იყო Audi 100 5S, Talbot Samba Cabrio და VW Golf I. მიხვდებოდით: ეს ჩემი კლასელების მანქანები იყო. და მინდა გითხრათ, რომ ასეთი ავტომობილების გვერდით ჩემი ”ლადა” მაინც გამოირჩეოდა. როგორ? რა გითხრათ - ერთის მხრივ ყველას ვეცოდებოდი, ზოგზოგიერთებს კი შურდათ კიდეც, რადგან გამვლელთა უმრავლესობა ჩემს მანქანას უფრო დიდხანს უყურებდა და აკვირდებოდა.

”ლადას” ცუდმა მდგომარეობამ ჩემში მანქანის მომვლელის და ხელოსნის ინსტინქტები გააღვიძა. სწორედ ამ მანქანაზე ვისწავლე ბევრი რამ, გავიცანი კარბიურატორი, რადიატორი, გავიგე სარქველების ხმა და ა.შ.
  • გარდა ამისა, ცუდ გზაზე, მარცხნივ მოხვევისას ხანდახან მარჯვენა კარი იღებოდა და თანამგზავრები პანიკაში ვარდებოდნენ.
Auto Bild

ყველას როდი ესმოდა ჩემი პირველი მანქანის. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები მტუქსავდნენ ხოლმე, ეს ჯართი რამ გაყიდინა, ამას ჯობია, ავტომობილი საერთოდ არ გყავდესო. სკოლელები და ჩემი ტოლები ამას ვერ მიბედავდნენ, რადგან მანქანის შეურაცხყოფას პირად შეურაცხყოფად ვიღებდი და მინიმუმ მუშტებს ვუღერებდი ხოლმე, უფროსებისთვის კი, აბა, რა უნდა მეთქვა...

Auto Bild

გამოსაბოლქვი სისტემის გაკეთება ხშირად მიწევდა. თუ არ გავაკეთებდი, ჩემი ”ლადა” ისეთ ხმებს გამოსცემდა, ყველა მეზობელი ერთად რეკავდა პოლიციაში. ამიტომაც იყო, რომ ჩემი ”რუსი მეგობარი” არაერთხელ მოხვდა პოლიციის განყოფილებაში. თუმცა ჩემი საქმე გაცილებით მარტივად და კარგად იყო, ვიდრე ჩემი მეგობარი იენსის, რომელსაც Ford Taunus ჰყავდა. მას თავისი მშობლები მანქანას სახლის და მოვლილი ბაღის წინ არ აყენებინებდნენ.

Auto Bild

რატცებურგი შესანიშნავი ქალაქია - ოთხი ტბითა და ბევრი ბუნებით. და ამ ქალაქის შესანიშნავ იდილიას სწორედ ჩემი მანქანა არღვევდა. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ახლოს ვიყავით გდრ-ის საზღვართან. ვხედავდით საზღვარს, მავთულხლართებს, ადამიანების დასახოც მოწყობილობებს, სათვალთვალო კოშკებს.
  • ყოველდღიურ რეალობაში აღვიქვამდით ორად გაყოფილ გერმანიას.
Auto Bild

რატცებურგის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სწორედ გდრ-ის ტერიტორიაზე იყო. კარგად მახსოვს, როგორ თქვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის პრემიერმინისტრმა გერჰარდ შტოლტენბერგმა, ვისაც არალეგალური ან სულაც თვითნაკეთი მანქანით კატაობა უნდა, შეუძლია აქ იაროს, ოღონდ აღმოსავლელები დააკვირდებიან და მაინც ფრთხილად იყავით, შარს არ გამოჰკრათ ხელიო.
  • გდრ-ის სათვალთვალო კოშკებზე მომუშავე ”ამხანაგებს” თუ არ მოეწონებოდი, შეიძლება ცეცხლი გაეხსნათ.
მოწონება-არმოწონების საკითხი კი ძირითადად იმაზე იყო დამოკიდებული, ეგონებოდი თუ არა გდრ-იდან გადმოპარული...

Auto Bild
შლაგსდორფი, მეკლენბურგ-ფორპრომენის მხარე. საზღვარი ზუსტად ისეა გაკეთებული, როგორც მაშინ.

ჩემს რუს მეგობარს ჩემთვის არასდროს უღალატია. ის ყინვაშიც უპრობლემოდ იქოქებოდა, ცუდ გზებზეც დადიოდა და არც მისი წითელი ხელოვნური ტყავი გაფუჭებულა.

თუმცა ჩვენი ამბავი მაინც დასრულდა. ერთხელაც ერთმა პოლიციელმა თავისი პლასტმასის ფარნით ჩემს მანქანას ჩამოუარა, დაათვალიერა და საბოლოო დიაგნოზი დაუსვა: უკვე ჯართია და უნდა განადგურდესო. განადგურებამდე საბარგულიდან ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების ნაკრები ამოვიღე. ხარისხიანი ინსტრუმენტები იყო...
მათიას მიოტში

Lada 1200/ვაზ 2101/ვაზ 2102Auto Bild
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 1189 სმ3; სიმძლავრე: 44 კვ (60 ცხ. ძ.)5600 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 89 ნმ/3400; მაქს. სიჩქარე: 140 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: დაახ. 18 წამში; ამძრაობა: უკანა; გად. კოლოფი: 4-საფ. მექანიკა; ავზი: 39 ლ. სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4073/1611/1440 მმ; საბურავები: 165/80 R 13; წონა: 955 კგ; საწვავის ხარჯი: 7,5-11 ლიტრი/100 კმ; სახელწოდება საბჭოთა კავშირში: ვაზ 2101 (უნივერსალი - ვაზ 2102).

მათიას მიოტშის ავტობიოგრაფია
  • 1986 - Lada 1200 Kombi
  • 1987 - VW Golf I
  • 1989 - Nissan Micra I
  • 1992 - VW Golf II
  • 1994 - Audi 80 (B3)
  • 2002 - BMW 318 (E21)
  • 2006 - Mercedes 200 (W 123)
  • 2009 - Jaguar Sovereign (XJ40)*
  • 2015 - BMW Z3*
* დღემდე ჰყავს

ასევე დაგაინტერესებთ:
სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე - ქართული ამბავი
Auto Bild


მარშრუტკების და ავტობუსების უმძიმესი დარღვევები
Auto Bild


ასევე იხილეთ:
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
Auto Bild


“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
Auto Bild


იმ დღეს ღვედი რომ შემეკრა, ეს ალბათ არ მოხდებოდა...
Auto Bild


რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მანქანის
მართვის დროს მობილურ ტელეფონს
2 წამით დახედავ (+ VIDEO)

Auto Bild


ყველაზე საშიში ნარკოტიკი საჭესთან... მობილური ტელეფონია!
Auto Bild


ქართველი მძღოლის დევიზია:
”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად