შიშველი ქალები საკმარისი აღარ არის? - პირელიმ ტრადიციას უღალატა
შიშველი ქალები საკმარისი აღარ არის? - პირელიმ ტრადიციას უღალატა
26.07.2017
ყველაფერი, საბურავების გარდა - სწორედ ამ დევიზით დაიწყო საბურავების მწარმოებელმა ”პირელიმ” კალენდრის გამოშვება, რომელსაც უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს. ყველაფერი მსუბუქად ჩაცმული, ან სულაც შიშველი ქალების ფოტოებით დაიწყო და ცნობილი მოდელების ეროტიკული ფოტოებით გაგრძელდა. მონიკა ბელუჩით დაწყებული, ვიდრე ნიკოლ კიდმანამდე - ”პირელის” კალენდრის ფოტოსესიებში არაერთმა ცნობილმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა (იხილეთ სტატია - პირელის კალენდრის ისტორია).

უკვე 45 წელია, რაც „პირელი“ ამ ორიგინალურ კალენდრებს უშვებს. გამონკლისი არც ახალი კალენდარი იქნება, მაგრამ ”შიშველი ან თითქმის შიშველი ქალების” თემა ამოწურულია. ახალი კალენდრის თემაა: „ალისა
საოცრებათა ქვეყანაში“. ახალი კალენდარი იმითაცაა გამორჩეული, რომ მის პერსონაჟებს მხოლოდ მუქკანიანი მოდელები ასრულებენ. და მათ შორის, კინოვარსკვლავები და მამაკაცებიც არიან.

Auto Bild

მაგალითად, მარტის გვერდზე კურდღელს ნახავთ, რომლის როლშიც ამერიკელი მსახიობი საშა ლეინია, ჰერცოგის მეუღლეს კი ვუპი გოლდბეგრი ასრულებს. თაგვ სონიაში კი, კინომოყვარულები კენიელ ოსკაროსან მსახიობ ლუპინა ნიონგოს ამოიცნობენ. ჯალათებად ნაომი კემპბელი და რეპერი შონ „დიდი“ კომბსი მოგვევლინენ...

დაათვალიერეთ ”პირელის” ძველი კალენდრების საუკეთესო ფოტოები
Auto BildAuto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად