მინი 231 ცხენის ძალით! როგორია ახალი JCW Countryman?
მინი 231 ცხენის ძალით! როგორია ახალი JCW Countryman?
08.09.2017
მეტი სიმძლავრე მინის ქროსოვერს - ქანთრიმენს სპორტსმენობა უნდა. ჯერ მარტო მისი სახელი რად ღირს: Mini John Cooper Works Countryman - ამაზე მეტი შეუძლებელია.

ვინც არ იცის: ჯონ კუპერი ყველა მინი კუპერის სულიერი მამაა. სიტყვა Works კი იმაზე მიგვითითებს, რომ ეს მანქანა მისი საუკეთესო ნამუშევრების ღირსეული შთამომავალია. რეალურად ეს სიტყვები სახელწოდებაში (მოკლედ JCW) ”მინის” მოდელების ტოპ-მოტორიზებულ ვერსიებს ემატება. მაგალითად ისე, როგორც GTI-ს შემთხვევაშია ხოლმე.

ამჯერად ასეთი დამატება სახელწოდებაში ახალმა Mini Countryman-მა მიიღო. ეს არის მანქანა ისეთი მძღოლებისთვის, რომლებსაც სამი რამის ნაზავი
სურთ - მინი, SUV, სპორტული მანქანა.

Auto Bild
სიგრძე: 4,3 მეტრი; წონა: 1,6 ტონა; სიმძლავრე 231 ცხენის ძალა
  • თქვენ განკარგულებაში იქნება ”ქანთრიმენი” 231 ცხენის ძალით.
ანუ, 39 ცხენის ძალით მეტი, ვიდრე Cooper-S-ვერსიაშია. პლუს ამას სრული ამძრაობა, სპორტული სავალი ნაწილი 18-დუიმიანი ბორბლებით, Brembo-მუხრუჭები, სპორტული სავარძლები და სპორტული ვიზუალი ესქტერიერზეც და ინტერიერშიც. ტექნიკა ახალი არ არის - მას BMW X1 xDrive25i-შიც შეხვდებით.

სატესტო მოდელი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი, რომელიც მანქანის ამბიციებს სპორტულ რეჟიმში აკმაყოფილებს. მართალია, აღარც ფორმატია მინი და არც წონა (1630 კგ), მაგრამ დინამიკურად დადის, მოქნილია, მანევრული,
მოსახვევებში არასაკმარისი მობრუნებადობა არ ახასიათებს. ძალიან მოგვეწონა ძრავის ჟღერადობაც. კარგია, რომ დაკიდების სისტემა აბსოლუტურად ამართლებს მოლოდინს. ერთი ეგ არის, რომ Cooper S-ზე საგრძნობლად ძვირია.

Auto Bild
ინტერიერის ღირსებები: შესანიშნავი სპორტული სავარძლები, ჯდომის უნაკლო პოზიცია

მოკლედ და კონკრეტულად
  • მოგვწონს - გასაოცრად დინამიკურია.
  • არ მოგვწონს - ”მინი” 1,6 ტონას არ უნდა იწონიდეს.
  • ჰმ... - Golf R 310 ცხენის ძალით ამაზე ძვირი არ არის.
  • ვინ იყიდის? - ”მინის” დაოჯახებული მოყვარულები.
დასკვნაAuto Bild
ასეთ წონასთან გამკლავება 192 ცხენის ძალასაც უჭირდა. ამიტომაცაა, რომ სწორედ ახალი JCW გვთავაზობს იმ ტემპერამენტს, რასაც ამ კლასის მანქანისგან მოველით და ვითხოვთ. ტექნიკურად და ტვინით BMW, ვიზუალურად ”მინი კუპერი” - ეს შესანიშნავი კომბინაციაა.
ვოლფგანგ კიონიგი

Mini JCW Countryman All4 Automatik
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1998 სმ3; სიმძლავრე: 170 კვტ (231 ცხ. ძ.) 5000 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 350 ნმ/1450; მაქს. სისწრაფე: 234 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,5 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4299/1822/1557 მმ; საბარგული: 450-1390 ლ; წონა: 1630 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 6,9 ლ. S/100 კმ; გამონაბოლქვი: 158 გ/კმ; ფასი (ომეგა მოტორსში): 34 510 ევროდან
ფასი ომეგა მოტორსში: 34 510 ევროდან

ასევე დაგაინტერესებთ:
ყველა ერთმანეთს ვგავართ!
Mini Cooper-ის კლუბი საქართველოში

Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი Mini Clubman სრული ამძრაობით
Auto Bild


ჯერ არასდროს არ ყოფილა მინი ასე დიდი
Auto Bild


ომეგას დროით MINI-ს ყიდვის დროა!
Auto Bild


228 ცხენის ძალა მინი კუპერში!
Auto Bild


ლიკა ლაბაძე მინის საჭესთან
Auto Bild


გოგონებს მოეწონებათ: საზაფხულო მინიმობილი
Auto Bild


ინგლისელი აზნაური
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად