ყველაზე ძლიერი “G” ჯოჯოხეთურ ფასად - 666 ათას ევროდ
ყველაზე ძლიერი “G” ჯოჯოხეთურ ფასად - 666 ათას ევროდ
13.09.2017
აი, ბრაბუსის კიდევ ერთი მონსტრი! ”G-კლასის” შემთხვევაში მაქსიმალური სიმძლავრე აქამდე 850 ცხენის ძალა იყო. ახლა კი... გაიცანით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ”G”!

ლეგენდარული Mercedes ”G-კლასის” მოღვაწეობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - როგორც იცით, ახლო მომავალში ახალი ”G-კლასი” უნდა გამოვიდეს. Brabus-ისთვის ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ”გელენდევაგენისთვის” კიდევ ერთხელ შეევლო ხელი. თანაც, ”G-კლასი” ხომ არა მარტო ფეხბურთის ვარსკვლავებში და რეპერებშია პოპულარული, არამედ არაბი შეიხებიც მაგრად ეტანებიან.
  • უახლესი ვერსიის სახელი Brabus 900 "One of Ten" გახლავთ.
Auto Bild
Mercedes-AMG G 65-ის ბაზაზე ”ბრაბუსმა” მორიგი სერიოზული
მონსტრი შექმნა. როგორც სახელწოდებიდანაც მიხვდებოდით, Brabus 900-ის მხოლოდ 10 ეგზემპლარი შეიქმნება. მისი ყველაზე თვალშისაცემი ნიშანი კარბონის კაპოტია. ჰაერის დიდი შემშვებები, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, რათა 12-ცილინდრიანმა Biturbo-მ (V12) საკმარისი ჰაერი მიიღოს.

”ბრაბუსმა” ძრავის მოცულობა 6,0-დან 6,3 ლიტრამდე გაზარდა, სპეციალური მუხლა ლილვი დაუყენა, პლუს ახალი დგუშები, უფრო დიდი ტურბო, ახალი მაყუჩის მიმღები მილი (გამოშვების კოლექტორის მილი თითოეული ცილინდრიდან მაყუჩის მილამდე) და ა.შ.

Auto Bild

მიღებული შედეგი უაღრესად შთამბეჭდავი და ამავდროულად საშიშია: 900 ცხენის ძალა 630 ცხენის ძალის ნაცვლად! ეს იმას ნიშნავს, რომ სიმძლავრე 270 ცხენის ძალით გაიზარდა.
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი, ESP-ს და სხვა სისტემების დაზოგვის გამო, 1500-დან 1200 ნიუტონმეტრამდე შეამცირეს.

Auto Bild

Brabus 900 აჩქარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია: 100 კმ/სთ-ის განვითარებისთვის მას 3,9 წამი სჭირდება და მაქსიმუმ 270 კმ/სთ-ს ავითარებს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც G 63-ის საჭესთან მჯდარა და 200 კმ/სთ განუვითარებია, ეცოდინება, რამხელა ხმაურს ნიშნავს ასეთი სისწრაფე ამ მანქანაში და რაოდენ სპეციფიკურია სვლის სტილი ასეთ სისწრაფეზე.
  • ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნება 270 კმ/სთ-ზე - წარმოდგენაც კი რთულია.
Auto Bild

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთურად ძვირია: ”ბრაბუსი” 900 One of Ten-ის სანაცვლოდ 666 000 ევროს ითხოვს. ამრიგად, ის სერიულ G 65-ზე მინიმუმ ორჯერ ძვირია. მიუხედავად ამისა, ”ბრაბუსში” იმედი აქვთ, რომ ათივე ეგზემპლარი ფრანკფურტის ავტოშოუზევე გაიყიდება.
იან გიოტცე

Auto Bild

ასევე იხილეთ:
სიგიჟე მერსედესისგან - ყველაფერი ახალი AMG Project One-ის შესახებ
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გაიხადეთ ფეხსაცმელი - მერსედესის რუსული ტიუნინგი
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი დიდებული მიკროავტობუსი ბრაბუსისგან
Auto Bild


ასევე იხილეთ:
გოლიათი ბრაბუსი დავით ბრაბუსის წინააღმდეგ
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის საუკეთესო ავტომობილები
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა
Auto Bild


ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
Auto Bild


ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად