ლეგენდარული Mercedes ”G-კლასის” მოღვაწეობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - როგორც იცით, ახლო მომავალში ახალი ”G-კლასი” უნდა გამოვიდეს. Brabus-ისთვის ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ”გელენდევაგენისთვის” კიდევ ერთხელ შეევლო ხელი. თანაც, ”G-კლასი” ხომ არა მარტო ფეხბურთის ვარსკვლავებში და რეპერებშია პოპულარული, არამედ არაბი შეიხებიც მაგრად ეტანებიან.
- უახლესი ვერსიის სახელი Brabus 900 "One of Ten" გახლავთ.
Mercedes-AMG G 65-ის ბაზაზე ”ბრაბუსმა” მორიგი სერიოზული
”ბრაბუსმა” ძრავის მოცულობა 6,0-დან 6,3 ლიტრამდე გაზარდა, სპეციალური მუხლა ლილვი დაუყენა, პლუს ახალი დგუშები, უფრო დიდი ტურბო, ახალი მაყუჩის მიმღები მილი (გამოშვების კოლექტორის მილი თითოეული ცილინდრიდან მაყუჩის მილამდე) და ა.შ.
მიღებული შედეგი უაღრესად შთამბეჭდავი და ამავდროულად საშიშია: 900 ცხენის ძალა 630 ცხენის ძალის ნაცვლად! ეს იმას ნიშნავს, რომ სიმძლავრე 270 ცხენის ძალით გაიზარდა. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი, ESP-ს და სხვა სისტემების დაზოგვის გამო, 1500-დან 1200 ნიუტონმეტრამდე შეამცირეს.
Brabus 900 აჩქარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია: 100 კმ/სთ-ის განვითარებისთვის მას 3,9 წამი სჭირდება და მაქსიმუმ 270 კმ/სთ-ს ავითარებს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც G 63-ის საჭესთან მჯდარა და 200 კმ/სთ განუვითარებია, ეცოდინება, რამხელა ხმაურს ნიშნავს ასეთი სისწრაფე ამ მანქანაში და რაოდენ სპეციფიკურია სვლის სტილი ასეთ სისწრაფეზე.
- ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნება 270 კმ/სთ-ზე - წარმოდგენაც კი რთულია.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთურად ძვირია: ”ბრაბუსი” 900 One of Ten-ის სანაცვლოდ 666 000 ევროს ითხოვს. ამრიგად, ის სერიულ G 65-ზე მინიმუმ ორჯერ ძვირია. მიუხედავად ამისა, ”ბრაბუსში” იმედი აქვთ, რომ ათივე ეგზემპლარი ფრანკფურტის ავტოშოუზევე გაიყიდება.
იან გიოტცე
ასევე იხილეთ:
სიგიჟე მერსედესისგან - ყველაფერი ახალი AMG Project One-ის შესახებ
ასევე დაგაინტერესებთ:
გაიხადეთ ფეხსაცმელი - მერსედესის რუსული ტიუნინგი
ასევე იხილეთ:
ახალი დიდებული მიკროავტობუსი ბრაბუსისგან
ასევე იხილეთ:
გოლიათი ბრაბუსი დავით ბრაბუსის წინააღმდეგ
ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის საუკეთესო ავტომობილები
ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა
ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!
ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!