გერმანელებმა ნივა ბენტლის შეადარეს
გერმანელებმა ნივა ბენტლის შეადარეს
20.11.2017
სად “ნივა” და სად “ბენტლი ბენტაიგა” - ღადაობენ? რა თქმა უნდა! თუმცა “ნივას” და “ბენტლის” საერთოც ბევრი რამ აქვთ: ორივე მანქანაა, ორივე 4X4-ზეა და ორივეს 4 ბორბალი აქვს. გერმანულმა გაზეთმა “ბილდმა” “ნივა” და “ბენტაიგა” გვერდიგვერდ დააყენა.

იმ დროს, როცა “ნივა” ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 20 წამში ჩქარდება, “ბენტლის” იმავე სისწრაფის ასაკრეფად 4,8 წამი სჭირდება - ანუ, მინიმუმ 4-ჯერ სწრაფია. “ნივა” გერმანიაში დაახლოებით 11 000 ევრო ღირს, “ბენტლი ბენტაიგას” ფასი კი, 22-დუიმიანი დისკებით, ხელით შეკერილი ტყავის საჭითა და უკან მსხდომი მგზავრების ტაბლეტებით,
დაახლოებით 224 000 ევროა. ანუ, “ბენტლის” ფასად 20 “ნივა” მოგივათ…

Auto Bild

რუსულ ყველგანმავალში დღესაც 70-იანი წლების სუნი დგას. ღილაკები, ჩამრთველები, ბერკეტები - ყველაფერი არქაულია. 1977 წელს, როცა პირველი “ნივა” გამოვიდა, უსაფრთხოების ბალიშები, ანუ, “აირბაგები” არ არსებობდა. შესაბამისად, 2017 წელს გამოშვებულ მოდელსაც არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს მუდმივი სრული ამძრაობა - ბლოკირებით, სარიგებელი კოლოფით (“რაზდატკა”), დამადაბლებელი გადაცემით და ამ ყველაფრით, ურთულეს უგზოობაზე გადაადგილებაც შეუძლია.

Auto Bild

რადიო? კი აქვს, მაგრამ ვის რაში ჭირდება ეგ შენი რადიო? გადაცემათა კოლოფი ხომ ყველა საფეხურზე სხვადასხვანაირად “მღერის”. “ნივის” მართვა იმდენად ძველმოდური და არქაულია, რომ
შეიძლება სიამოვნებაც მიიღო. როგორც კი სისწრაფე 135 კმ/სთ-ს მიაღწევს, 1,7 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა ძალიან ხმაურობს, ვიბრირებს და ყვირის: “ნიეტ, ნიეტ, ნიეტ”! ანუ, არანაირი ავტობანიო.
  • რას იტყვის “ბენტლის” გამყიდველი იაფფასიან “ლადაზე”?
Auto Bild

“ბილდის” ჟურნალისტმა “ნივა” “ბენტლის” შოურუმის წინ დააყენა. ბრიტანული ბრენდის გაყიდვების მენეჯერი კარსტენ მაიერი რუსულ ავტომობილში ჯდება. კულტურული შოკი? “არა, რატომ? სულ “ბენტლის” მოდელებთან კი არ მქონდა საქმე, “ფოლკსვაგენ ხოჭოში” გავიზარდე. იაფფასიანი მანქანაა და ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცების უკეთ გაკეთება მაინც შეიძლებოდა,” - ამბობს მაიერი.

Auto Bild

ახლა “ბენტლიში” გადავინაცვლოთ. “ბენტაიგაში” საუკეთესო ტყავის და ხის მასალაა გამოყენებული. ინტერიერში ლორდებისთვის შესაფერისი გარემოა. სტარტის ღილაკით დიზელის 8-ცილინდრიანი აგრეგატი იღვიძებს, რომელსაც 435 ცხენის ძალა აქვს. “ბენტაიგას” 270 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. “ბენტლიში” ელექტრონიკის მთელი კასკადია - ყველაფერს ასისტენტ-სისტემები არეგულირებენ.
  • და რას იტყვის “ლადას” გამყიდველი “ბენტლის” შესახებ?
Auto Bild

მარტინ კიოსერი “ლადას” ბერლინის ცენტრში მუშაობს, რომელიც ზედ აღმოსავლეთ ბერლინის საზღვარზე მდებარეობს. მარტინი 200 000-ევროიან ბენტლის ინტერიერს ეფერება: “ყოველ მილიმეტრზე იგრძნობა ხარისხი და დეტალებისადმი სიყვარული!”

ამ შედარების გამარჯვებული უდავოდ კლიენტია, რომელიც 20 “ნივას” ერთ “ბენტლის” ამჯობინებს. ან პირიქით...
წყარო: გაზეთი "ბილდი"

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ნივა VS ლენდ როვერ დეფენდერი - ციფრების დუელი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ნივა 40 წლისაა! ხუმრობის გარეშე:
რუსებმა ზონდერ-მოდელი შექმნეს!

Auto Bild


ასეთი პობედა ჯერ არ გინახავთ
საბჭოთა კავშირის საავტომობილო სიმბოლო

Auto Bild


ასევე იხილეთ:
როგორი იქნება ახალი ვოლგა?
Auto Bild


ჩავიხედოთ სტალინის ლიმუზინში,
რომელიც ოთხი ბუგატის ფასად იყიდება
Auto Bild


რატომ ყიდიან ამ ნივას 85 000 დოლარად?
Auto Bild


რუსებმა УАЗ ”ბუხანკის” ინტერიერი 52 წლის შემდეგ პირველად განაახლეს
Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild


ახალი УАЗ-ის ხარისხი (+ VIDEO) 
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ძველი ვოლგის ტიუნინგი - განსაკუთრებული ვერსიები
Auto Bild


საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ვაზ 2101-ის ხუთი ტყუპისცალი,
რომლებსაც შესაძლოა არ იცნობდით

Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად