რომელია 2023 წლის ყველაზე ტრენდული სმარტფონები

უახლესი ტექნოლოგიები ადამიანებს მრავალი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება, გამონაკლისი არც სმარტფონებია. დღეს, მობილურების ონლაინ მაღაზია, მომხმარებელს სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მომხმარებლები უმეტესად არჩევანს, პირველ ეტაპზე, iPhone-სა და Android-ს შორის აკეთებენ. რამდენადაც, ორივე მათგანს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, გადაწყვეტილების მიღება, ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონი შეიძინო თუ IOS, შედარებით ადვილი მისაღებია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე ისეთი რთული საკითხები გვაქვს, როგორიც არის ეკრანის ტიპი, კამერის ხარისხი, პროცესორი და სხვა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პრიორიტეტები, რისთვის ვაპირებთ მის გამოყენებას ძირითადად. სწორედ, ამის მიხედვით უნდა აირჩიო რომელი მოდელის სმარტფონი გინდა.

Apple iPhone 14 Pro Max 6 GB 128 GB

hhhhh-1677740142.png

Apple iPhone 14 Pro Max აღჭურვილია მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სწრაფი და ძლიერი Apple A16 Bionic პროცესორით, იგი მარტივად გაუმკლავდება ნებისმიერ დავალებას და ელვის სისწრაფით, დაბრკოლების გარეშე შეასრულებს მას.

კომპანია Apple-ის უახლესი სმარტფონის ეკრანი კერამიკის სპეციალური საფარით არის დაცული, რომელიც ყველაზე გამძლეა რაც კი აქამდე ნებისმიერ სმარტფონში შეგვხვედრია. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია. ეს გულისხმობს, წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო ხავერდოვნად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

აგრეთვე, iPhone 14 Pro Max მოდელი აღჭურვილია საუკეთესო კამერებით - 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რაც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.

ძლიერი ელემენტის წყალობით, iPhone 14 Pro Max მთელი დღე შენი ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად არის. შენ შეგიძლია მარტივად დაუკავშირო ტელეფონი ყურსასმენებსა თუ პორტატულ დინამიკებს და უსმინო მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 20 W სიმძლავრით, 0-50%-მდე 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის ფუნქცია.

ამ მობილური ტელეფონის დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი გულგრილს არავის დატოვებს.

cccccccc-1677740233.jpg

Apple iPhone 13 4 GB 256 GB

Apple iPhone 13, ისევე როგორც 14 Pro Max აღჭურვილია სწრაფი და ძლიერი Apple 15 Bionic პროცესორით, რაც საშუალებას აძლევს, ადვილად და მყისიერად გაუმკლავდეს რთულ დავალებებს.

ამ მოდელს აქვს შესანიშნავი კამერები - ძირითადი 12 მეგაპიქსელიანი, ხოლო წინა კამერა უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური ფოტოების გადაღების საშუალებას მოგცემს. ძირითად კამერას ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს (OIS), რაც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხეოდეს.

მისი ძლიერი ელემენტი მთელი დღე მოგემსახურება და შენს ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. ასევე, ტელეფონი მარტივად დაუკავშირდება ყურსასმენებსა და დინამიკებს და შეგიძლია უსმინო მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 23 W სიმძლავრით, 0-50%-მდე 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის ფუნქცია.

cccc-1677740265.jpg

Samsung Galaxy S21 FE 5G 8 GB 128 GB

Samsung Galaxy S21 FE 5G სმარტფონი, შესანიშნავი ხარისხის ფოტოებითა და ვიდეოებით ნამდვილად მიიპყრობს შენს ყურადღებას. 64 MP მაღალი რეზოლუციის მქონე კამერას პროფესიონალური დონის ფოტოების გადაღება შეუძლია. ღამით გადაღების რეჟიმი საშუალებას გაძლევს დაბალი განათების პირობებში ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, გადაიღო უმაღლესი ხარისხის ფოტოები. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური ზუმი და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში მოძრაობისას კადრი არ ირხევა.

Exynos 2100 რვაბირთვიანი, მაღალი წარმადობის მქონე პროცესორი უზრულველყოფს, რომ ნებისმიერი ოპერაცია სწრაფად და შეუფერხებლად შესრულდეს.

Samsung Galaxy S21 FE 5G -ის 1080 x 2400 გაფართოების მქონე Dynamic AMOLED

2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

მობილურ ტელეფონს - Galaxy S21 FE 5G აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 25 W სიმძლავრით, 0-100%-მდე 1 საათსა და 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში.

Samsung Galaxy S21 FE 5G სმარტფონის კორპუსს აქვს IP68 რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, ერთ მეტრამდე წყალქვეშაც კი. ასევე აღჭურვილია ახალი დამცავი ფენით, ალუმინის ჩარჩოთი და Gorilla Glass Victus მინით, რომელიც მდგრადია დაცემისა და ნაკაწრებისადმი.

ddddd-1677740311.jpg

Realme 9 Pro + RMX3393 8 GB 256 GB

Realme 9 Pro + სმარტფონი აღჭურვილია MediaTek Dimensity 920 რვაბირთვიანი ძლიერი პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და და ტელეფონის შეუფერხებელ მუშაობას. Super AMOLED ეკრანს მაღალ ხარისხის გამოსახულება აქვს ხედვის ყველა კუთხიდან და ფერების კონტრასტი შესანიშნავად აისახება. ეკრანის განახლების სიხშირე 90 Hz-ია. ეკრანის განახლების სიხშირე გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 90 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

Realme 9 Pro + აქვს მაღალი რეზოლუციის 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს მკაფიო, ხარისხიან ფოტოებს და 4K ვიდეოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი წინა, 16 მეგაპიქსელიანი კამერა შესანიშნავ სელფებს და 1080p ხარისხის ვიდეოს იღებს. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.

მოცულობით, 4500 mAh Li-Po ძლიერ ელემენტს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. მუხტავს 60 W-ით და 100%-იან დამუტხვას 44 წუთი სჭირდება. ერთი სრული დატენვით სმარტფონი გთავაზობთ 27.51 საათიან სალაპარაკო დროს, 16.26 საათიან ვებ ბრაუზინგს და 18.07 საათიან ვიდეო დაკვრის დროს.

gggg-1677740360.jpg

Samsung Galaxy A536E A53 6 GB 128 GB

Samsung Galaxy A53 განკუთვნილია მათთვის, ვინც ყოველთვის მოძრაობაშია. სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი 5000 mAh მოცულობის მქონე ელემენტით, რაც საშუალებას მოგცემს, იმუშაო დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად ხაზზე იყო. ასევე, შეგიძლია მარტივად დაუკავშირო ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინო მუსიკას მთელი დღის განმავლობაში.

სმარტფონის 6.5 ინჩიანი PLS LCD დისპლეი გთავაზობს განსაცვიფრებელ გამოცდილებას, იდეალურია თამაშებისთვის, ვიდეოების ყურებისთვის და სხვა დავალებების შესრულებისთვის. კადრის განახლების სიჩქარე 120Hz-ია, რაც უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

Samsung Galaxy A53 არამხოლოდ იღებს მკაფიო და მაღალი ხარისხის ფოტოებს თავისი 64 მეგაპიქსელიანი კამერით, არამედ შეუძლია მოგცეს შენი თავის გამოხატვის სხვადასხვა საშუალება, ისეთი ჩაშენებული ფუნქციებით, როგორიცაა სილამაზის რეჟიმი, ფილტრები, პორტრეტი და სწრაფი გადაღების რეჟიმი. 32MP წინა კამერას აქვს სხვადასხვა ფილტრები და ეფექტები კრეატიული სელფებისთვის.

Samsung Galaxy A53 მობილური ტელეფონის, რვა ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს, რაც უფრო ეფექტურს ხდის თამაშს და კონტენტის ათვისებას.

(R)