გერმანიაში ბირთვული ენერგიის ერა სრულდება - ქვეყანაში ბოლო 3 ატომური ელექტროსადგურიც დაიხურება

გერმანიაში, ფუკუშიმას კატასტროფიდან 12 წლის თავზე, ბოლო სამი ატომური ელექტროსადგურიც დაიხურება.

ეს გამარჯვებაა ქვეყნის ანტი-ატომური მოძრაობისთვის, თუმცა თავსატეხს ტოვებს ენერგოპოლიტიკის შემქმნელებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააბალანსონ მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და დეკარბონიზაციის მცდელობები.

გასულ წელს, რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირების გამო, გერმანიაში ამ სამი ელექტროსადგურის დახურვა გადაიდო - საერთო ჯამში, 2022 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებაში ელექტროსადგურების წილი 6.5% იყო.

გერმანიამ ბირთვული ენერგიის შემცირება ორი ათწლეულის წინ დაიწყო, თუმცა 2010 წელს კანცლერმა ანგელა მერკელმა, ქვეყნის 17 ბირთვული ელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის 2036 წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მდგომარეობა ქვეყანაში ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ გამოსვლებმა სულ უფრო იმატა.

კახი ჩაკვეტაძე