საქართველოში შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაიზარდა -  ვის ეკუთვნის საქართველოში შოკოლადის იმპორტიორი ტოპ-10 კომპანია

2023 წლის 6 თვეში საქართველომ 34.2 მლნ აშშ დოლარის 8 423 ტონა შოკოლადი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 26 მლნ აშშ დოლარის 7 940 ტონა შოკოლადი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე შოკოლადის იმპორტის აბსოლუტური რეკორდი ქვეყანაში 2022 წელს დაფიქსირდა. შარშან საქართველომ 77.8 მლნ აშშ დოლარის 21 307 ტონა შოკოლადი იყიდა. როგორც გასულ, ისევე მიმდინარე წელს, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყანაში შოკოლადის იმპორტიორი ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალს და მათ მფლობელებს:

  • შპს აის ლენდ ჯორჯია - 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს პაპუნა მესხიშვილი ფლობს.
  • შპს ბარამბო - კომპანია 2009 წელს არის რეგისტრირებული. 66.2% მარი ჩოჩელს ეკუთვნის, უჩა კაპანაძეს - 22.5%, ინგა ხუციშვილის საკუთრება კი 11.2%-ია.
  • შპს ბიდი კომპანი - 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 75%-ს გიორგი მარგიანი ფლობს, ხოლო 25%-ს დიმიტრი მესხიშვილი.
  • შპს ვიჯი - 2010 წელს რეგისტრირებულ კომპანიას აზერბაიჯანის 3 მოქალაქე ფლობს. 51.1% აიდინ თალიბოვს ეკუთვნის, 30.4%-ს ილგარ თალიბოვს, ხოლო 10.4% ბახტიარ ალლაჰვერდს.
  • შპს ინტრეიდი - წილის 100% სააქციო საზოგადოება სს ნიკორას საკუთრებაა. თავის მხრივ, სააქციო საზოგადოება ნიკორას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სუხიაშვილია, მოადგილეები კი, გურამ ცერცვაძე და ირაკლი ნიკოლაიშვილი არიან.
  • შპს კადევე საქართველო - კომპანია სრულად რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომპანია, სააქციო საზოგადოება კადევე-ს ეკუთვნის, რომელიც 2006 წელს დაარსდა. საქართველოში კი კომპანია 2016 წლიდან იწყებს ოპერირებას.
  • შპს მარსი საქართველო - კომპანიას ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მარს ნედერლანდ-ი ფლობს.
  • შპს მონდელიზ საქართველო - ასევე ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია კერძო კომპანია მონდელიზ ნიდერლანდ სერვისიზ ბი.ვი-ს ეკუთნის.
  • შპს როშენ ჯორჯია - კომპანია ლიტვაში რეგისტრირებული შპს-ს როშენ ნორდ-ის საკუთრებაა.
  • შპს ქართუ-უნივერსალი - კომპანია 1996 წელსაა რეგისტრირებული. 20%-ს ირაკლი თოფაძე ფლობს, 5%-ს ნიკოლოზ სვანიძე, 4-4% ეკუთვნით ვლადიმერ გაწერელიას და გიორგი ჭყონიას. 3%-ს ზურაბ კოსტავა ფლობს. 2.4% ლევან კავლელიშვილის საკუთრებაა. ზუსტად ამდენივეს ფლობენ: ვლადიმერ კუხიანიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი კანკია, დავით კიღურაძე. 2%-ს ფლობს გიორგი თედორაძე, 1% ეკატერინე ძაგნიძეს ეკუთვნის, 0.5% კი, ქეთევან ბოლქვაძეს.

შეგახსენებთ, რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და არა ბრუნვის/მოცულობის.

თამარ მუკბანიანი