რიგითი სტუდენტიდან მომავალ დედოფლობამდე - როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს ფულს ქეით მიდლტონი

კეტრინ მიდლტონის ცხოვრება არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ზღაპარს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს პრინც უილიამთან ქორწინებამდე მას „უბრალო ადამიანად“ მოიხსენიებდნენ, ქეითი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან მოდის.

იულიამთან ქორწინების შედეგად ის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. ქეითი ახლა უკვე უელსის პრინცესა და გაერთიანებული სამეფოს მომავალი დედოფალია.

111-1697804941.jpg

ქეით მიდლტონის წინაპრები მე-18 საუკუნიდან მატყლის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. მატყლის ბიზნესიდან მიღებული ფული თაობიდან თაობას გადაეცემა, მიდლტონის კლანი წლების განმავლობაში ინარჩუნებს მომგებიანი ბიზნესის მფლობელთა სტატუსს.

გარდა ამისა, ქეითის მამამ, მაიკლ მიდლტონმა British Airways-ში მფრინავის წარმატებული კარიერა შეიქმნა.

ქეითის დედას - კეროლს, უფრო მოკრძალებული წარმოშობა აქვს. მისი ფესვები მაღაროელების ოჯახიდან მოდის. იგი ორსულობის გვიან ეტაპებამდე ბორტგამცილებლად მუშაობდა.

პრესტიჟული განათლება

რომ არა კეროლსა და მაიკლ მიდლტონის გადაწყვეტილება, თავიანთი შვილების განათლებაში ათასობით ფუნტის ინვესტიცია ჩაედოთ, შესაძლოა, ქეითი პრინც უილიამს არასდროს შეხვედროდა.

ქეითი ოთხი წლის იყო, როდესაც ბერკშირში, “წმინდა ენდრიუს სკოლაში“ ჩაირიცხა. გადასახადი წლიურად 21,000 აშშ დოლარი იყო. შემდეგ ის 67,000 დოლარად ღირებულ მარლბოროს კოლეჯში გადავიდა, მოგვიანებით კი შოტლანდიის პრესტიჟულ სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც პრინცი გაიცნო.

სენტ ენდრიუსის დამთავრების შემდეგ, ქეითი ნახევარ განაკვეთზე, მუშაობდა. ქეითის ყოველდღიური სამუშაო მოვალეობები მოიცავდა მოდური გადაღებების დროს ჩაის ჭიქების მოტანას და ა.შ.

პარალელურად მუშაობდა Party Pieces-ში, სანამ 2010 წლის ოქტომბერში გამოცხადდა პრინც უილიამთან მისი ნიშნობის ამბავი გახდა ცნობილი.

ქეითის სამეფო ცხოვრება ოფიციალურად დაიწყო, როდესაც ის 2011 წელს პრინც უილიამთან ქორწილის შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგინია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდიდრული ქორწილი დაახლოებით 47 მილიონი დოლარი დაჯდა, ბიუჯეტის დიდი ნაწილი უსაფრთხოებაზე დაიხარჯა. წმინდა ჯეიმსის სასახლემ დაადასტურა, რომ სამეფო ოჯახმა და მიდლტონებმა თავად ანაზღაურეს ხარჯები.

მაიკლმა და კეროლმა თავიანთ ქალიშვილს Alexander McQueen-ის კრეატიული დირექტორის, სარა ბარტონის დიზაინით შეკერილი 388,000 დოლარიანი კაბა უყიდეს.

2022 წლის სექტემბერში დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებისა და მეფე ჩარლზის შემდგომ ტახტზე ასვლის შემდეგ, ქეითმა და უილიამმა მემკვიდრეობით მიიღეს უელსის პრინცისა და პრინცესას ტიტულები. ეს ნიშნავს, რომ წყვილს შეუძლია მილიონობით ფუნტის მიღება კორნუელის საჰერცოგოს მეშვეობით, რომელიც 1337 წელს აშენდა. ქონებამ 2022-დან 2023 წლამდე 29 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

უილიამი და ქეითი ასევე იღებენ ფულს გადასახადის გადამხდელთა ფონდიდან, Sovereign Grant-ისგან. Crown Estate კი არის ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწებისა და ქონების კოლექცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 17 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო მმართველი მონარქი ყოველწლიურად Crown Estate-ის მოგების 25%-ს იღებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეითს დედოფალ ელიზაბეტ II-ისგან 110 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გადაეცა. ეს მოიცავს 300 პერსონალურ სამკაულს, რომლებიც ეკუთვნოდა მხოლოდ დედოფალს.

გასული წლის სექტემბერში, ქეითი, უილიამი და მათი სამი შვილი გადავიდნენ ადელაიდის კოტეჯში, ბერკშირში. ქონება მდებარეობს Windsor Home Park Estate-ზე. ისტორიული კოტეჯი 1831 წელს აშენდა.

კოტეჯში გადასვლის მიუხედავად, ქეითმა და უილიამმა შეინარჩუნეს კენსინგტონის სასახლის რეზიდენცია, რომელიც 761 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

უილსა და ქეითს დედოფალმა გადასცა სამეფო ოჯახის სანდრინგჰემის მამულიც. 1802 წელს აშენებული მამულის გასარემონტებლად წყვილმა 2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

მანქანის კოლექცია

მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ყოფნისას, ქეითი მოკრძალებული Volkswagen Golf-ს მართავდა, მან ქორწინების შემდეგ ავტომობილების კოლექცია საგრძნობლად გაიუმჯობესა. ქეითს არა მხოლოდ ვინდსორის ოჯახის Land Rover-ის მანქანების კოლექციაზე აქვს წვდომა, არამედ ჰყავს საკუთარი მანქანებიც.

ამბობენ, რომ უილიამი და ქეითი ფლობენ ერთადერთ არაბრიტანულ მანქანას მთელ სამეფო ფლოტში, Audi R8 სუპერქარს. ასევე სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, უილიამმა ქეითს 232,000 აშშ დოლარის ღირებულების Aston Martin DBX707 აჩუქა.

წყვილი შვილების განათლებისთვის ხარჯებს არ იშურებს. და-ძმები ირიცხებიან პრესტიჟულ Lambrook School-ში, რომელიც ბერკშირის ქალაქგარეთ მდებარეობს. უილიამი და ქეითი ყოველწლიურად 65,000დოლარზე მეტს იხდიან.

Daily Mail იტყობინება, რომ ლუის მისაღები კლასის ღირებულება 5,396 აშშ დოლარია თითო კურსზე, შარლოტას მე-3 წლის განათლება შეადგენს 7,927 აშშ დოლარს, ხოლო ჯორჯის მე-5 წლის სკოლაში სწავლა 8 605 აშშ დოლარი უჯდებათ.

midltoniiii-1697804907.jpg

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი