საქართველოში ცხენების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ

საქართველოში ცხენების იმპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ სულ რაღაც 41 ათასი დოლარის ღირებულების ცხენები შეიძინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მაჩვენებელმა 243.7 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს დაფიქსირდა - 331 ათასი დოლარის.

აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის პორტალზე ცხენების იმპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 28.58 ათასი დოლარი
  • ბულგარეთი - 7.83 ათასი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 4.6 ათასი დოლარი