ვინ არიან 2023 წლის ყველაზე მდიდარი ჰოლივუდის დინასტიები

ჰოლივუდში სახელის მოპოვება რთულია. თუმცა, გარკვეული ოჯახებისთვის შოუბიზნესის მთელი დადებითი მხარე თაობიდან თაობას გადაეცემა. ისინი ასრულებენ მთავარ როლებს სცენაზე და ეკრანზე, ასევე კამერის მიღმა.

წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ კლანებს და მათ სავარაუდო სიმდიდრეს.

ფრენსის კოპოლა: 540 მილიონი დოლარი

აკადემიის ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელიც ამაყობს 400 მილიონი დოლარის სიმდიდრით, ყველაზე ცნობილია თავისი ლეგენდარული ფილმის, “ნათლიის“ ტრილოგიით.

კოპოლას ქალიშვილი სოფია ასევე რეჟისორია და ცნობილია ფილმებით, როგორიცაა Lost in Translation, Marie Antoinette და The Virgin Suicides. მისი ქონების ღირებულება 40 მილიონი დოლარია. მისი ძმა რომანი, ამავდროულად, ყველაზე მეტად ცნობილია ვეს ანდერსონთან თანამშრომლობის პროექტებით, რომლებიც მოიცავს ძაღლების კუნძულს, დარჯელინგი ლიმიტედს და ასტეროიდ ქალაქს. მისი სავარაუდო ქონება 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

კოპოლას ოჯახი თავის რიგებში რამდენიმე მსახიობსაც ითვლის. ტალია შაირი, ფრენსის ფორდ კოპოლას და, ცნობილია ადრიანის როლით Rocky-ის ფილმების ფრენჩაიზში და შეფასებულია 40 მილიონი დოლარით.

შაირის ვაჟი, ჯეისონ შვარცმანი მსახიობი და მუსიკოსიცაა. ის ყველაზე მეტად ცნობილია ვეს ანდერსონის ფილმებში შესრულებული როლებით, როგორიცაა Rushmore და The Darjeeling Limited. მისი სავარაუდო წმინდა ქონების ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

ოჯახში ყველაზე ცნობილი მსახიობია ნიკოლას კეიჯი, ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილი და გარდაცვლილი აკადემიკოსი ავგუსტ კოპოლას ვაჟი. კეიჯი, რომელსაც ასევე აქვს 25 მილიონი დოლარის ქონება, ცნობილია თავისი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა Raising Arizona, Face/Off და Gone in Sixty Seconds.

საერთო ჯამში, კლანის საერთო ქონება მინიმუმ 540 მილიონი დოლარია.

უილ სმიტი: 366 მილიონი დოლარი

უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი - სმიტების ჰოლივუდის დინასტიის დამფუძნებლები არიან.

მუსიკოსმა, მსახიობმა უილ სმიტმა მიაღწია დიდებასა და სიმდიდრეს 1990-იან წლებში ბელ-ერის ახალი პრინცის როლის წყალობით. დღეს ის ჰოლივუდის ერთ-ერთი უსაყვარლესი კინოვარსკვლავია, რომელიც ცნობილია მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერებით, მათ შორის “მამაკაცები შავებში“, “მე ვარ ლეგენდა“ და “დამოუკიდებლობის დღე“.

ჯადა პინკეტ სმიტი ასევე არის ვერცხლის ეკრანის ვარსკვლავი და ყველაზე ცნობილია The Matrix ფრენჩაიზისთვის, ასევე პოპულარული Red Table Talk შოუს მასპინძლობით.

ვარაუდობენ, რომ წყვილი 350 მილიონი დოლარის ქონებას იზიარებს.

უილი და ჯადა ორი შვილის, ჯედენისა და ვილოუს მშობლები არიან. უილს ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი, ტრეი, წინა ქორწინებიდან მსახიობ შერი ზამპინოსთან.

31 წლის ტრეი არის დამწყები მუსიკოსი, რომელმაც გამოუშვა რამდენიმე სიმღერა Spotify-ზე. მისი ქონება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.

25 წლის ჯეიდენი ცნობილია თავისი როლებით ფილმებში The Karate Kid და After Earth. მისი სავარაუდო წმინდა ქონება 8 მილიონი დოლარია.

23 წლის ვილოუ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია, თუმცა მან პოპულარობა შვიდი წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში I Am Legend. სამი წლის შემდეგ, 10 წლის ასაკში, ის ვარსკვლავი გახდა, როდესაც გამოუშვა სიმღერა Whip My Hair. მისი საერთო ქონება 6 მილიონი დოლარია.

ჰოუნი/ჰადსონი/რასელი: 297 მილიონი დოლარი

ჰოუნის, რასელის და ჰადსონის ოჯახები ერთად ქმნიან ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შერეულ დინასტიას და ეს ყველაფერი დაიწყო, როდესაც გოლდი ჰოუნი და ბილ ჰადსონი 1976 წელს დაქორწინდნენ.

ჰოუნი ცნობილია თავისი კომედიური ფილმებით. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Overboard, Death Becomes Her და The First Wives Club და აქვს 90 მილიონი დოლარის ქონება. ბილ ჰადსონი ასევე მსახიობია, თუმცა ის, ალბათ, ყველაზე ცნობილია, როგორც მუსიკალური ჯგუფის The Hudson Brothers-ის წევრი. მისი სავარაუდო ქონება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღეს რასელი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა “გაქცევა ნიუ-იორკიდან“, “სიკვდილის მტკიცებულება“ და “გალაქტიკის მცველები“. მის სახელზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ქონებაა.

გოლდი ჰოუნისა და ბილ ჰადსონის შვილები, ქეითი და ოლივერი, ასევე ჰოლივუდის სამყაროში არიან. ახალი თაობის უმდიდრესი წევრია ქეით ჰადსონი, რომლის ქონება 80 მილიონ დოლარს შეადგენს. დედის კომედიური როლების კვალდაკვალ, მან დაამშვენა ეკრანი უხერხულ კომედიებში, როგორიცაა Bride Wars, How to Lose Guy in 10 Days და Almost Famous. მის სიმდიდრეს კიდევ უფრო აძლიერებს ფიტნეს ბრენდი Fabletics.

ოლივერ ჰადსონი, რომლის ქონება 10 მილიონი დოლარია, ყველაზე ცნობილია მცირე ეკრანზე შესრულებული როლებით ისეთ პროექტებში, როგორიცაა Dawson's Creek, Scream Queens და Nashville.

ერთობლივად, ეს შერეული ოჯახი მინიმუმ 297 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს.

პელტროუ/დანერი: 248 მილიონი დოლარი

ბრიუს პელტროუ და ბლაით დანერი 1969 წელს, დაქორწინებისთანავე, ვარსკვლავურ წყვილად იქცნენ.

გარდაცვლილი ბრიუსი ყველაზე მეტად ცნობილია 1980-იანი წლების სამედიცინო დრამის St. Elsewhere-ის პროდიუსინგით. ბლაით დანერი არის ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა The Great Santini და Meet the Parents. მისი ქონება 40 მილიონ დოლარს შეადგენს.

პელტროუს და დანერის ორმა შვილმა, გვინეტმა და ჯეიკმა, ასევე მიაღწიეს თავიანთ წილ დიდებასა და სიმდიდრეს.

ჯეიკი ოჯახში ნაკლებად ცნობილი ფიგურაა. მან, როგორც რეჟისორმა, მწერალმა და მსახიობმა, დაახლოებით, 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მისმა უფროსმა დამ გვინეტმა მოიპოვა ჰოლივუდის ხატის სტატუსი. გვინეტი 200 მილიონ დოლარს ფლობს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი