ჩინეთში ექსპორტი თითქმის 58%-ით შემცირდა - ტოპ-10 პროდუქტი, რაც გავყიდეთ

გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი წლიურ ჭრილში თითქმის 58%-ით არის შემცირებული. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთში 310 873 100 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 736 768 900 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც ყველაზე დიდი როდენობით გაიყიდა ჩინეთში, ტოპ-10 საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 178 793 020 აშშ დოლარი;

მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 60 336 740 აშშ დოლარი;

ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 29 364 360 აშშ დოლარი;

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 11 690 140 აშშ დოლარი;

კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 10 043 800 აშშ დოლარი;

ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 4 718 010 აშშ დოლარი;

სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 4 323 580 აშშ დოლარი;

ალუმინი დაუმუშავებელი - 1 671 850 აშშ დოლარი;

მსუბუქი ავტომობილები - 1 538 890 აშშ დოლარი;

რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 1 054 320 აშშ დოლარი.