2023 წელს საქართველოში 346 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში იმპორტირებული ტანსაცმლის რაოდენობა გაიზარდა.

კერძოდ, გასულ წელს იმპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 68 მილიონით აღემატება 2022 წლის მონაცემებს. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში იმპორტირებულია 278 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი.

2023 წელს ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ:

  • თურქეთი - 143 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი
  • ჩინეთი - 56 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი
  • ესპანეთი - 48 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი
  • იტალია - 28 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი
  • გერმანია - 10 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს შემცირდა, კერძოდ, გასულ წელს ექსპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ 161 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს 166 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2023 წელს საქართველოდან ტანსაცმელი ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში გავიდა:

  • თურქეთი - 118 მილიონი აშშ დოლარი
  • სომხეთი - 18 მილიონი აშშ დოლარი
  • იტალია - 8 მილიონი აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 5 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 2.9 მილიონი აშშ დოლარი
მერი ტაბატაძე