რით იქნება განსხვავებული გუდაურის და ბაკურიანის ხელოვნური თოვლი ნამდვილისგან

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ახალ სეზონს მომზადებული ხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს ისაა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში ჩასულებს გარანტირებული თოვლი დაგხვდებათ - საქართველოს მთის კურორტებზე, წელს პირველად, სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება იწყება.

დამსვენებლებს სათხილამურო ტრასებიც განახლებული და მოვლილი დახვდებათ - მთის კურორტების განვითარების სააგენტომ ახალი თოვლსატკეპნი მანქანა შეიძინა, რომელიც ტრასების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ და სხვა დაგეგმილ ღონისძიებებზე "დილის პალიტრის" პირდაპირ ეთერში მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა ისაუბრა.

და კიდევ, წლევანდელ სეზონში პირველად, გუდაურის დამსვენებლებს საშუალება მიეცემათ, რადიო "პალიტრის" განახლებული პროგრამა მოისმინონ, ტალღაზე FM 103.9

იხილეთ ვიდეო