რუსებმა 2021 წელს 40 მილიარდი რუბლის ბეწვის ქურქები შეიძინეს

2021 წელს რუსებმა ბეწვისგან დამზადებულ ქურქებზე 40 მლრდ რუბლი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ რუსებმა გასულ წელს ბეწვის 624 764 ნაწარმი შეიძინეს, რაც ასევე 0,5%-იანი კლებაა 2020 წელთან შედარებით, როცა 628 279 ქურქი შეიძინეს. 2019 წელთან შედარებით კი კლებაა 40%-ით, მაშინ რუსებმა მილიონზე მეტი ბეწვის ნაწარმი იყიდეს.

ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს რუსებში ყველაზე პოპულარული იყო ე.წ. კარაკულის ბეწვეული - 313,930 ათასი. ამის შემდეგ მოდის წაულა - 259,942 ერთეულით, მესამეზეა სიასამური და მელა 12,999. 2020 წელს კი პირველ ადგილზე იყო წაულა. რაც შეეხება დახარჯულ თანხებს, პირველ ადგილზეა წაულა 24 მლრდ რუბლით, მეორეზე „კარაკული“ 11,3 მლრდ და მესამეზე ნუტრია 1 მლრდ რუბლით.

კოკა კვირკველია