დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს

ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს

2023-08-07 17:27:52

ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს.

ამის შესახებ APA-თან ინტერვიუში „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მატარებელი შესაძლოა Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან იყოს დაკომპლექტებული.

„სახმელეთო სახელმწიფოთაშორისი საზღვრების გახსნისას ჩვენი პოსტპანდემიური ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, შესაძლებელია ამოქმედდეს ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე, რომელიც Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან იქნება შემდგარი“, განაცხადა აზერ ფარაჯოვმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები