დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბარამბო“ თბილისში ბრენდირებულ ჯიხურებს გახსნის

„ბარამბო“ თბილისში ბრენდირებულ ჯიხურებს გახსნის

2024-04-03 17:05:00

2024 წელს „ბარამბო“ სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც საწყის ეტაპზე თბილისში ბრენდირებული ჯიხურების გახსნას ითვალისწინებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ბარამბოს“ მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა განაცხადა, „ბარამბოს“ ჯიხურებში მომხმარებელს მრავალფეროვანი მენიუ და ხარისხიანი პროდუქცია დახვდება, წამყვანი პროდუქტი კი „ბარამბოს“ ჩამოსასხმელი ნაყინი იქნება.

„წელს ნაყინის მიმართულებით გაქვს სიახლე, „ბარამბო“ პირველად გეგმავს, რომ თბილისის მასშტაბით გააკეთოს ბრენდირებული სანაყინე ჯიხურების ქსელი. რაც თავისთავად „ბარამბოს“ მომხმარებლებისთვის იქნება სიახლე. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ დახვდება, აქ საუბარია არა მხოლოდ ჩამოსასხმელ ნაყინსა თუ სხვა ნაყინის ტიპის პროდუქტებზე, არამედ ობიექტს შესაძლოა კაფის კონცეფციაც ჰქონდეს. ამ მიმართულების განვითარების ხედვაც ასეთია, რომ ის უნდა იყოს „ბარამბოს“ ბრენდირებული პროდუქტების ჯიხურები კაფის კონცეფციით. 

დასაწყისისთვის თბილისის მასშტაბით გვექნება სამი ლოკაცია. ერთი იქნება მელიქიშვილის გამზირზე, ხოლო დანარჩენი ორი კი დიდი სავაჭრო მოლებში.

პროექტი „ბარამბოსთვის“ სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამ მიმართულების განვითარებას ვხედავთ მომავალშიც. უნდა გვქონდეს ბევრი ლოკაცია და უნდა მოვიცვათ ხალხმრავალი ადგილები, სადაც ჩვენი მომხმარებლები მოძრაობენ, რათა მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ვიყოთ“, - აღნიშნა „ბარამბოს“ მარკეტინგის დირექტორმა.

ანი კუპრეიშვილის თქმით, „ბარამბო“ 15 წელია ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უჭირავს სტაბილურად მაღალი ხარისხი. ასევე „ბარამბო“ საკუთარ ტექნოლოგებთან ერთად მუშაობს ჩამოსასხმელი ნაყინების უნიკალურ გემოებზე, რომელიც იქნება ნამდვილად განსაკუთრებული და  ძალიან საინტერესო „ბარამბოს“ ერთგული თუ ახალი მომხმარებლებისთვის. 

როგორც „ბარამბოში“ განმარტავენ, ნაყინის მოხმარების ბაზარი ყოველ წლიურად მზარდია და მოთხოვნა ნაყინის პროდუქტებზე ყოველწლიურად იზრდება, რაც პროდუქციის გაყიდვებზეც აისახება.

„ბარამბოს“ მაგალითზე ნაყინის კატეგორიის პროდუქტებზე 2023 წლის გაყიდვები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 35%ით არის გაზრდილი, 2024 წელს კი კომპანია ნაყინის გაყიდვების 24%-იან ზრდას პროგნოზირებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები