დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბარნოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

ბარნოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

2023-08-03 11:58:51

მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.

 

პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა.  გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები.

 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმებიკაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

 

მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

 

N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილისქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩისგავლით გადაადგილდებიან.

უახლესი

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები