დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბაჟე“  - მეგრული კერძებით ცნობილი კომპანია ფართოვდება

„ბაჟე“ - მეგრული კერძებით ცნობილი კომპანია ფართოვდება

2023-07-04 12:00:26

 

მეგრული სამზარეულო ,,ბაჟე" გაფართოებას და ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს, სადაც მომხმარებლებს გამორჩეული კერძებით ადგილზე უმასპინძლებს. ამ ეტაპზე ,,ბაჟეს“ მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ მიტანის სერვისით ისარგებლონ. თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ ,,ბაჟე" სპეციალურ სივრცეშიც განაგრძობს საქმიანობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის მენეჯერმა მარიამ შაქარიშვილმა განაცხადა.

„ორი წელია, რაც „ბაჟე“ გაიხსნა. ეს არის გამორჩეული, ტრადიციული, მეგრული კერძების გემოების მრავალფეროვნებით ცნობილი კვების ობიექტი, რომელიც მიტანის სერვისით ფუნქციონირებს. ჩვენი მომხმარებლების წრე ინტენსიურად იზრდება, რაც კომპანიას სტაბილური განვითარების შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს არ ვართ თანაბარ დონეზე, აქტიური მოთხოვნაა. ვცდილობთ გავამდიდროთ ასორტიმენტი და კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი, რაზეც მომხმარებლისგან ყოველთვის დადებით უკუკავშირს ვიღებთ.

დედაქალაქში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც უყვარს ,,ბაჟეს" კერძები, მათ შორის არიან ტურისტებიც, რაც ძალიან გვახარებს. შეკვეთები განსაკუთრებით მატულობს სადილისა და ვახშმის პერიოდებში, ამ დროს ყოველთვის აქტიური მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაფართოება, რომ ერთგულ მომხმარებლებს უკვე ადგილზე ვუმასპინძლოთ. დაახლოებით წლის ბოლომდე ჩვენი ფიზიკური სივრცე გვექნება, რაზეც მუშაობა დაწყებულია", - ამბობს მარიამ შაქარიშვილი.

„ბაჟეს" კერძების მრავალფეროვნებაზე აფხაზი მზარეული ზრუნავს. როგორც მარიამი ამბობს, თავიდანვე, როცა კომპანია საქმიანობას იწყებდა, კონცეფცია იყო მეგრული კერძების დამზადება ტრადიციული ოჯახური რეცეპტებით, რამაც გაამართლა.

ამ ხაზს „ბაჟე" სამომავლოდაც შეინარჩუნებს და მეგრული გამორჩეული გემოების კერძებს მომხმარებელს უკვე საკუთარ ტერიტორიაზე შესთავაზებს.

„ბაჟეს“ პროდუქტი ნატურალური ქართული ნედლეულით მზადდება. ამ ეტაპზე კომპანიაში კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული და მათი რაოდენობა მომავალში ახალი პროექტის განხორციელების პარალელურად გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები