დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთში ექსპორტიორი TOP-10 კომპანიიდან 5-ს უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ

ჩინეთში ექსპორტიორი TOP-10 კომპანიიდან 5-ს უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ

2023-11-04 15:00:18

2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით. 

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს 2017 წელთან შედარებით საქართველოსა და ჩინეთს შორის  სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით და  1 863 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი გაიზარდა 54%-ით 1 126 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ექსპორტს, გაცილებით მაღალი ტემპით, 265%-ით  (504 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023წლის 8 თვეში გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელთაც ჩინეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს.. 

 

  • სს RMG Copper
  • სს კაიშენ თრეიდინგი
  • სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს ავტომენიუ 
  • შპს გოლდ დაფნა
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს ეჰე მედიკალი
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს ტტმედიქალ

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას  სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი,  /რუსეთის ფედერაცია/; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, რუსეთის ფედერაცია/   წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/ საერთო კრებ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ჯონდო შუბითიძე. 

სს კაიშენ თრეიდინგი - დირექტორი საერთო კრება. დირექტორი ლაშა ორჯონიკიძე, /ერთპიროვნული/. განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარი. 

სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები -  კომპანია 2016 წელს არის რეგისტრირებული.100%-ს მაკა გელაშვილი ფლობს. 

შპს Caucasian Metals Terminal - დაფუძნდა 2011 წელს. მფლობელები: გოჩა კურდღელია, 15%;  განკარგავს ზვიადი ხურცილავა, , ხოლო კომპანიის 85%-ს ფლობს კვიპროსში რეგისტრირებული სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედი. 

შპს ავტომენიუ - დაფუძნდა 2020 წელს. 100%-ის მფლობელია, სლოვენიის მოქალაქე როკ ლამპიკი 

შპს გოლდ დაფნა - დაფუძნდა 2018 წელს. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს -გიორგი ჩაჩიბაია, 50%; იბრაჰიმ ოზჯანი ორმაგი მოქალაქე საქართველო, თურქეთი/ 50%. დირექტორი - იბრაჰიმ ოზჯანი

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - დაფუძნდა 2004 წელს. მფლობელები: ალექსანდრე ივანიშვილი -25.66%; ზაალ დუგლაძე - 25.68%; წილის მმართველი, დავით დუგლაძე - (25.68%); მალხაზ ყანჩაველი - 23%; დავით დუგლაძე - 25.66%. დირექტორი - დავით დუგლაძე. 

შპს ეჰე მედიკალი - დაფუძნდა 2016 წელს. კომპანიის 100% ფლობს და გენერალური დირექტორია ელვინა ამრაჰოვა,/აზერბაიჯანი/ 

შპს ლეგომეტალ - დაფუძნდა 2020 წელს. კომპანიის 100% ფლობს და დირექტორია თემურ ბოლქვაძე. 

პს ტტმედიქალ - დაფუძნდა 2022 წელს. კომპანიას ფლობენ ირინა მარუტიანი10% და  აკაკი სამხარაძე 90%. 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. ამ ქვეყანის წილი საქართველოს ღვინის ექსპორტში საშუალოდ  5-7%-ს შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთში გახსნილია 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია, სალონი. ღვინის ექსპორტს ჩინეთში 60-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს“, - აცახდებენ ეკონომიკის სამინისტროში.  

უკვე ცნობილია, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები