ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კოკა-კოლა Y3000 მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. კოკა-კოლას მირთმევასთან ერთად, თქვენ სასურველი სივრცის მომავლის ხილვა შეგიძლიათ. ამის გაკეთება კი საკმაოდ მარტივია QR-ის გამოყენებით, რომელიც დატანილია ქილაზე.
კოკა კოლას უახლეს ქმნილებას Y3000 -ს შემოაქვს მომავლის ხედვა დღევანდელ სამყაროში და გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს პოზიტიური და ოპტიმისტური მომავალი.
„მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას რომ გარემოს ტრანსფორმაცია მოახდინონ და გადაინაცვლონ მომავალში. ნახონ კოკა-კოლა ქრიეიშენის თვალით დანახული მომავალი Y3000 როგორ გამოიყურება. ახალი ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დაასკანეროს ქილა, გადაუღოს ფოტო იმ სივრცეს სადაც იმყოფება , წარმოიდგინოს და ნახოს, როგორი იქნება ეს სივრცე Y3000-ში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოგზაურობაში არის ის QR კოდი რომელიც დატანილია ქილაზე.
პირველ რიგში Y3000-თან ერთად მიდიხარ იმ ლოკაციაზე რომლის მომავლის ვერსიის ნახვაც გაინტერესებს.
• დაასკანერე y3000 და გადადი საიტზე
• გაიცანი Y3000-ის ხელოვნური ინტელექტი და დაიწყე მოგზაურობა
• გარე სივრცეში, გადაუღე ფოტო იმას რისი მომავლის ვერსიაც გინდა რომ ნახო
• უკვე შეგიძლია, რომ Y3000 ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციაში შეხვიდე და შენთვის სასურველი ცვლილებებიც შეიტანო
• გააზიარე მომავალი
კოკა-კოლას პროდუქტი Y3000 რომელიც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა 15 სექტემბრიდან არის გაყიდვაში. კოკა-კოლა Y3000 - ადამიანური კრეატიულობისა და ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენებით შექმნილი პროდუქტია და მომავლის გემოს გასინჯვის შესაძლებლობაა .
უახლესი
6 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს12 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს12 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს13 საათის წინ
საქართველოში კივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ირანია14 საათის წინ
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია14 საათის წინ
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს