დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიცანი კოკა კოლას ახალი პროდუქტი Y3000 | გააზიარე მომავალი

გაიცანი კოკა კოლას ახალი პროდუქტი Y3000 | გააზიარე მომავალი

2023-11-05 18:20:49

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კოკა-კოლა Y3000 მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. კოკა-კოლას მირთმევასთან ერთად, თქვენ სასურველი სივრცის მომავლის ხილვა შეგიძლიათ. ამის გაკეთება კი საკმაოდ მარტივია QR-ის გამოყენებით, რომელიც დატანილია ქილაზე.
კოკა კოლას უახლეს ქმნილებას Y3000 -ს შემოაქვს მომავლის ხედვა დღევანდელ სამყაროში და გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს პოზიტიური და ოპტიმისტური მომავალი. 

„მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას რომ გარემოს ტრანსფორმაცია მოახდინონ და გადაინაცვლონ მომავალში. ნახონ კოკა-კოლა ქრიეიშენის თვალით დანახული მომავალი Y3000 როგორ გამოიყურება. ახალი ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დაასკანეროს ქილა, გადაუღოს ფოტო იმ სივრცეს სადაც იმყოფება , წარმოიდგინოს და ნახოს, როგორი იქნება ეს სივრცე Y3000-ში“, - აცხადებენ კომპანიაში. 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოგზაურობაში არის ის QR კოდი რომელიც დატანილია ქილაზე. 

პირველ რიგში Y3000-თან ერთად მიდიხარ იმ ლოკაციაზე რომლის მომავლის ვერსიის ნახვაც გაინტერესებს. 

•    დაასკანერე y3000 და გადადი საიტზე
•    გაიცანი Y3000-ის ხელოვნური ინტელექტი და დაიწყე მოგზაურობა
•    გარე სივრცეში, გადაუღე ფოტო იმას რისი მომავლის ვერსიაც გინდა რომ  ნახო
•    უკვე შეგიძლია, რომ Y3000 ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციაში შეხვიდე და შენთვის სასურველი ცვლილებებიც შეიტანო
•    გააზიარე მომავალი

კოკა-კოლას პროდუქტი Y3000 რომელიც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა 15 სექტემბრიდან არის გაყიდვაში. კოკა-კოლა Y3000 - ადამიანური კრეატიულობისა და ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენებით შექმნილი პროდუქტია და მომავლის გემოს გასინჯვის შესაძლებლობაა .
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები