დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ბრენდის IKANI-ს სამკაულები ნიუ-იორკში იყიდება

ქართული ბრენდის IKANI-ს სამკაულები ნიუ-იორკში იყიდება

2023-02-28 15:10:09

2019 წელს, პირველი სამკაულის ნიმუშის სოციალურ ქსელში განთავსებიდან 1,5 წელიწადში, IKANI-ს ბრენდით მეწარმე გიორგი სანებლიძემ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა.

დაახლოებით 3 წლისთავზე ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ნამუშევრებს უკვე ამერიკელი მომხმარებლებისთვისაც ქმნის.

„ის ფაქტი, რომ ქვეყნის ფარგლებს გავცდით, ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი თვეა ჩვენი სამკაულები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. ვერ ვიტყვით, რომ უკვე არნახული მოთხოვნაა, მაგრამ აქამდეც მივალთ, გვაქვს ეს ამბიცია. ამისთვის აქტიური მუშაობა დავიწყეთ. წარმოების ზრდას ვგეგმავთ. გვსურს, ამერიკელ მომხმარებლებს კარგად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და სამკაულები, რომელიც დამზადებულია საქართველოშია. რაც მთავარია, მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და თანდათან იზრდება ინტერესი, რაც დიდი სტიმულია". რაც შეეხება სამკაულების დამზადების ტექნოლოგიას, როგორც გიორგი სანებლიძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, ეს არის საკუთარი ხელწერა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ჰყავს და ინდივიდუალურია, IKANI- სეეული.

,,წარმოებაში ბუნებრივ ქვებს და მაღალ, 925 სინჯის ვერცხლს ვიყენებთ. მზადდება საკუთარი ტექნოლოგიით, რომელიც ინდივიდუალურია, საქართველოში სხვა არ აკეთებს. სამკაული თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია, რომელსაც ხარისხთან ერთად დიზაინიც გამოარჩევს. ვფიქრობ, კარგად მიგვიღო მომხმარებელმა და შეიყვარა ჩვენი სამკაულები საქართველოში და ახლა უკვე ნიუ-იორკშიც.

არადა, 5 წლის წინ, როცა პირველი ნიმუში დავდე სოციალურ ქსელში, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ წლინახევრის თავზე , 2019 წელს, უკვე მაღაზიას გავხსნიდით.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გავზარდეთ წარმოება და გვაქვს მიზანი, კიდევ უფრო გავფართოვდეთ როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე, სწორება ჯერჯერობით ამერიკაზეა, დანარჩენი სამომავლოდ გამოიკვეთება, ტენდენცია გვაჩვენებს", - ამბობს გიორგი სანებლიძე.

IKANI-ს სამკაულების ფასი საშუალოდ 75-დან 400 ლარის ფარგლებშია. კომპანიაში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული. 

ბრენდი გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, დამატებით 2 ფილიალის გახსნას საქართველოში. ამ ეტაპზე IKANI 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი შიდა ბაზარზე - თბილისსა და ბათუმში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები