დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მცენარეების პირველი სასტუმრო ტაბახმელაში - რა სერვისის მიღება შეუძლია მომხმარებელს

მცენარეების პირველი სასტუმრო ტაბახმელაში - რა სერვისის მიღება შეუძლია მომხმარებელს

2023-07-15 02:09:44

მცენარეების სასტუმროს შექმნის კონცეფციის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა. შემდეგ, როგორც სტარტაპმა მივიღეთ დაფინანსება. დავიწყეთ განვითარება და შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მონაცემებით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა გაორმაგდა, - ამბობს Business Insider Georgia-თან კომპანია „ბუტკოს“ თანადამფუძნებელი თამარ რაზმაძე. 

პროექტამდე, თამარ რაზმაძემ პანდემიის დროს ყვავილების კოლექცია შეაგროვა და მცენარეების სასტუმროს შექმნის კონცეფციისკენ სწორედ ამან უბიძგა, რადგან მცენარეებისთვის სხვადასხვა სერვისის საჭიროება დაინახა. 

„გაჩნდა იდეა, რომ მცენარეების მოყვარული მომხმარებლისთვის, შესაბამისი სერვისი მიგვეწოდებინა. გავარკვიეთ, რომ მცენარეების სასტუმროს კონცეფციით, შესაბამისი ობიექტი ევროპაში, მხოლოდ ლონდონშია. მეორე სასტუმრო კი ტაბახმელაში ფუნქციონირებს. რაც სასიამოვნო დამთხვევაა“, - ამბობს თამარ რაზმაძე. 

მცენარეების სასტუმრო მომხმარებელს რამდენიმე სერვისს სთავაზობს. მათ შორის მომხმარებელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მცენარეების დატოვება შეუძლიათ.

„გვაქვს მებაღის გამოძახების სერვისიც. მებაღე მიდის ადგილზე, ეცნობა ვითარებას და შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ესაა მცენარეების გადარგვა, შეწამლა. ასევე გვაქვს უფასო ონლაინ კონსულტაციები და საგანმანათლებლო ვორკშოპები“, -   ამბობს თამარ რაზმაძე. 

კომპანია „ბუტკო“ დღეს როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ შეკვეთებზეც მუშაობს. ადგილზე მებაღის კონსულტაციის საფასური 60 ლარია. თუმცა ამ სერვისის ღირებულება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად იზრდება. 

რაც შეეხება მცენარეების სასტუმროს სერვისს, განთავსების საფასური განსხვავებულია. მაგალითად 4 საშუალო ზომის მცენარის „სასტუმროში“ ერთი კვირით განთავსების ღირებულება 20-30 ლარის ფარგლებშია. 

მცენარეების სასტუმროში 5 ადამიანია დასაქმებული.

„2023 წელს კომპანია თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს“, - ამბობს თამარ რაზმაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები