დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს რუმინეთიდან საქართველოში ბორნით მგზავრობა

რა ღირს რუმინეთიდან საქართველოში ბორნით მგზავრობა

2023-06-27 21:30:32

რუმინეთიდან საქართველოში და პირიქით, ბორნით მგზავრის გადაყვანა 200 ევრო ღირს. როგორც ცნობილია, დღეიდან კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს. აღნიშნულ მიმართულებაზე 190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი იმოძრავებს, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა.

როგორც  E60 Shipping Line-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ზრდასრული მგზავრის გადაყვანის ტარიფი  200 ევროა; ბავშვის 6-დან 12 წლამდე 80 ევრო;  ხოლო 6 წლამდე – უფასო

ლუქს ნომრებისთვის დამატებითი გადასახადი - 2 კაციანი ლუქსი 1 საწოლით - 200 ევრო; 4 კაციანი ლუქსი 1 ორკაციანი საწოლით და 1 ორსართულიანი საწოლით 300 ევრო

ტარიფები მოიცავს ჩატვირთვის და გადმოტვირთვის საფასურს.

გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დაჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.


E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები