დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პრობლემების წინაშეა საქართველოში კერამიკის წარმოება - „კირკე კერამიკა“

რა პრობლემების წინაშეა საქართველოში კერამიკის წარმოება - „კირკე კერამიკა“

2023-07-30 15:00:46

კერამიკის ბიზნესში, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ არის ნედლეულის ადგილობრივი წარმოება, - ამბობს Business Insider Georgia-თან „კირკე კერამიკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ჯაფარიძე.

კომპანია ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და წარმადობა თითქმის 3-ჯერ გაზარდა, თუმცა „კირკე კერამიკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ნედლეულლის არ არსებობა, კერამიკის ბიზნესის უფრო მეტად განვითარებას აფერხებს. 

„მასალას თურქეთში ვყიდულობთ, რასაც ემატება განბაჟების, ტრანსპორტირების ხარჯი, რაც ძალიან ზრდის ნამუშევრის ღირებულებას. ეს არის ყველაზე დიდი დაბრკოლება ამ ბიზნესში. ფასები არის მაღალი, რადგან არ გვაქვს ადგილობრივი წარმოების თიხა“.

მისივე თქმით, კერამიკის ბიზნესში სერიოზული გამოწვევაა კადრები:

„პრობლემაა კადრების კუთხითაც. დეფიციტია კვალიფიციური მეთუნეები. არჩევანი მწირია, რადგან ამ პროფესიას დღეს ძალიან ცოტა ადამიანი მისდევს. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა და ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის დაინტერესებული მეთუნეობის შესწავლით. მეთუნეები ძირითადად ასაკოვანი ხალხია. ესეც ამ დარგისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, - ამბობს მარიამ ჯაფარიძე.

„კირკე კერამიკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პრობლემების ფონზე, კერამიკულ ნაკეთობებზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოში გამოწვევების მიუხედავად ამ ბიზნესის განვითარების პერსპექტივა არსებობს. 

„კირკე კერამიკას“ საწარმო თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში მუდმივად 3 ადამიანია დასაქმებული.

პროდუქციის ფასები შეკვეთის მოცულობისა და ნივთის ღირებულების შესაბამისად, 45-დამ 700-ლარამდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები