დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რესტორანი ,,ნამდვილი" ქსელის გაფართოებასა და რეგიონებში შესვლას გეგმავს

რესტორანი ,,ნამდვილი" ქსელის გაფართოებასა და რეგიონებში შესვლას გეგმავს

2023-11-24 14:00:33

რესტორანი ,,ნამდვილი" გახსნიდან უმოკლეს პერიოდში უკვე მზადაა, ახალი ქსელების გაფართოებისა და ბიზნესის განვითარებისთვის როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონების მიმართულებითაც.

როგორც რესტორნის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მოთხოვნა თვიდან თვემდე მზარდია, რაც თამამი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„მიზანი, რისთვისაც ჩვენი რესტორანი გაიხსნა, მიღწეულია. პირდაპირი მნიშვნელობით, გვინდა ნამდვილი რესტორანი შევქმნათ და ქართული კულინარიის შესაძლებლობა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. ამ მხრივ „ნამდვილი" ყველა სტანდარტს პასუხობს და თავისი არსით უნიკალური პროექტია. რეალურად მოლოდინი, რაც გვქონდა, მართლდება და უკვე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. მომავალ წელსაც ქსელის გაფართოებას ვაპირებთ თბილისსა და რეგიონებში", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

,,ნამდვილის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ის უნიკალურობა, საქართველოს გასტრონომიის კუთხით და სიმდიდრე, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და რითაც აღფრთოვანებულნი არიან  ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები, გახდა  საფუძველი, რომ სტუმრებს შესთავაზონ  ქართული, „ნამდვილი“ კერძი ყველა კუთხიდან სწორედ იმ ფორმით, რა ტრადიციებითაც დღევანდლამდე მოაღწია.

ამდენად, ,,ნამდვილში" ყველაფერი ნამდვილია - ქართული ტრადიციული კერძები, სტუმარ-მასპინძლობა, გარემო და ფოლკლორი.

რესტორანი 2023 წლის ივლისში გაიხსნა და სტაბილურად 75 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები