დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს - მაია ომიაძე

საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს - მაია ომიაძე

2023-07-10 13:55:36

საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ მედიას ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ განაცხადა. 

„10 დღეში ერთხელ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე ამოწმებს 9 სადგურიდან აღებულ წყლის სინჯს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ  წყლის ხარისხი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტანდარტებს აკმაყოფილებს და საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა მაია ომიაძემ. 

მისივე თქმით, ტურისტების დაინტერესება საქართველოსთან მიმართებით მაღალი იქნება. 

გალტ & თაგარტის შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16.0%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, კი 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+48.8% წ/წ).

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გარემოს სამინისტროს ცნობით, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად ზიანმა 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, შავი ზღვის დაბბინძურების საფრთხე გაჩნდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები