საქსტატის მონაცემებით, მიმდნარე წელს საქართველოში ზეითუნის ზეთის იმპორტი შემცირდა.
როგორც 2023 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებიდან ირკვევა, იანვარ-მარტში საქართველოში 341.58 დოლარის ღირებულების 52.40 ტონა ზეითუნის ზეთისა და მისი ფრაქციების იმპორტი დაფიქსირდა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 323.87 ათასი დოლარის ღირებულების 73.39 ტონა ზეითუნის ზეთი იყიდა. შესაბამისად მოცულობის მხრივ კლება 40%-ის დონეზეა.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებული ზეითუნის ზეთის 40%-ის იმპორტი ესპანეთიდან ხდება.
იანვარ-მარტში ესპანეთიდან საქართველოში 52.40 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტი დაფიქსირდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა იტალია, რომელზედაც ზეითუნის ზეთის მთლიანი იმპორტის 32%-ი ფიქსირდება. პირველ კვარტალში იტალიიდან 16.70 ტონა ზეითუნის ზეთი შემოვიდა. მესამე ადგილზე კი 6.19 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტით აზერბაიჯანია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ზეითუნის ზეთის იმპორტი 10 ქვეყნიდან დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს ზეითუნის ზეთის იმპორტის 78%-ი საქართველოში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან შემომოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში ზეითუნის ზეთის იმპორტი 30%-ით გაიზარდა.
უახლესი
11 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს17 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს18 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს18 საათის წინ
საქართველოში კივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ირანია19 საათის წინ
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია19 საათის წინ
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს