დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახლები საზღვაო კონტეინერებისგან - RoomBox-ის სერვისზე მოთხოვნა იზრდება

სახლები საზღვაო კონტეინერებისგან - RoomBox-ის სერვისზე მოთხოვნა იზრდება

2023-06-01 16:11:00

 

 

თანამედროვე არქიტექტურაში საკმაოდ მოთხოვნადი ხდება ალტერნატივები, რომელსაც საქართველოს მაგალითზე კომპანია RoomBox-ი გვთავაზობს.  კომპანია საცხოვრებელ სახლებს, სასტუმრო ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან ამზადებს.

საზღვაო კონტეინერის სახლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

თუ როგორია RoomBox-ის გათვლები და რა დაგიჯდებათ საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან „აგებული“ სახლები, დეტალებზე  Business Insider Georgia-თან RoomBox-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ ლურსმანაშვილი საუბრობს.

RoomBox-ი საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს, როგორია მოთხოვნა და ფასები თქვენს პროდუქტებზე?

RoomBox-ზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. ჩვენი პროდუქციისადმი ინტერესი პანდემიის დროსაც და ახლაც ძალიან მაღალია. ვთვლით, რომ ამას ძალიან შეუწყო ხელი კოვიდ ვირუსმა, რადგან მან შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ადამიანებს გადაეხარისხებინათ თავიანთი ცხოვრების ყველა ეტაპი და თავიდან გადაენაწილებინათ პრიორიტეტები. ადამიანთა დიდმა ნაწილმა, გაიაზრა, რომ უნდა მყუდრო, დახვეწილი, თანამედროვედ მოწყობილი და კომფორტული კერა იქ, სადაც შეძლებს დაისვენოს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. ეს იქნება ბუნება, მთა, ტერიტორია ზღვასთან, მდინარესთან თუ ა.შ. კლასიკური მშენებლობისგან განსხვავებით ჩვენი პროდუქცია: მზადდება სწრაფად (10-15 კვირა) არის მყუდრო, კომფორტული და ძალიან მოსახერხებელი იმ მხრივ, რომ შესაძლებელია მისი გადაადგილება ნებისმიერ ტერიტორიაზე. მომხმარებელს სახლი სრულად მოწყობილი ბარდება, ანუ შესაძლებელია პირდაპირ საცხოვრებლად შესვლა. 

ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 8 სტანდარტული მოდული, რომლებშიც შედის: სრულად გარემონტებული ფართი სრულად მოწყობილი საშხაპე და სველი წერტილი ალუმინის კარ-ფანჯარა ჩაშენებული ავეჯი (საძინებელი, სამზარეულო, დივანი) ჩაშენებული ტექნიკა (კონდიციონერი, რეკუპერატორი, ელექტრო ქურის ზედაპირი, ელექტრო წყლის გამაცხელებელი) ტექნიკა (მაცივარი, ტელევიზორი, ყავის აპარატი) საზაფხულო ფართი (დეკი) ჩვენ მომხმარებლებს მოდულს ვაბარებთ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით და მისი ფასი 34 000$-დან 36 000$-მდე მერყეობს. ფასი სრულადაა დამოკიდებული მოდულის აღჭურვილობებზე და რა თქმა უნდა დამკვეთის მოთხოვნებზე. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია მოდულში კონკრეტული ცვლილებების შეტანა, რაც თავისთავად აისახება ფასზეც. თქვენს მიერ წარმოებულ სახლებზე

მოთხოვნა ძირითადად რომელ რეგიონებშია და რა ტიპის სახლებზე აკეთებს მომხმარებელი არჩევანს?

კონკრეტული რაიონის გამოყოფა გაგვიჭირდება, რადგან RoomBox-ზე მოთხოვნა დიდია მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესია: სასტუმროს ტიპის სახლზე, ოფისებზე, მცირე გაბარიტების მქონე სახლებზე და გასტრონომიულ ობიექტებზე. სასტუმროები, რომელ რეგიონებში ააშენეთ და რა სეგმენტზეა გათვლილი ? ავაშენეთ 2 სასტუმრო. ერთ-ერთი ლიკანშია. ეს არის 2-ნომრიანი მოდული, ხოლო მეორე სასტუმრო კიკეთშია და მოიცავს 2 კონტეინერისგან შემდგარ 2 არასტანდარტულ ნომერს. ამ ეტაპზე სასტუმროს ობიექტების მიმდინარე პროექტები არ გვაქვს, თუმცა აქტიურად ვაწარმოებთ კომუნიკაციას დამკვეთებთან და ახლო მომავალში დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საზღვაო სატვირთო კონტეინერები, რომლითაც სახლებს აშენებთ საიდან შემოგაქვთ და რატომ გააკეთეთ ამ მასალაზე არჩევანი? ჩვენ ვარჩევთ ხარისხიან კონტეინერებს, რომლებიც შეიძლება შემოვიდეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა მათი 90% მზადდება ჩინეთში. ზოგადად ნებისმიერი კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა ძალიან აგრესიულ პირობებში 70 წელია. აგრესიული პირობები გულისხმობს, კონტეინერის უშუალო შეხებას მარილიან წყალთან, ქართან, წვიმასთან, თოვლთან და ბუნებრივია მოქმედებს ტემპერატურის ცვლილებაც. რენოვაციის შემთხვევაში კი - კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა 20-30 წლით ხანგრძლივდება.

გარდა კონტეინერებისა თუ გიფიქრიათ იგივე გემის ან თუნდაც თვითმფრინავის შემოტანაზე და ამ კონსტრუქციის გამოყენებით სახლის აშენებაზე? ამ მიმართულებით თუ არის დაკვეთები ან თავად თქვენ თუ გაქვთ იდეა, რომ მსგავსი პროდუქტი გაიტანოთ ბაზარზე? 

მსგავსი მიმართულებით დაკვეთები არ გვქონია, თუმცა ძალიან საინტერესო ვერსიებია. მიუხედავად იმისა, რომ გემთან დაკავშირებით გვაქვს რაღაც ვარიანტებზე ნაფიქრი, სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში თვითმფრინავის ან გემის ვერსიების პრაქტიკაში დანერგვას არ განვიხილავთ.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავაკეთოთ მოდულები პანტონზე, თუმცა, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში არც თუ ისე ბევრი ადგილია, სადაც შესაძლებელია მათი განთავსება. თქვენს ობიექტებზე მოთხოვნა ძირითადად საქართველოშია თუ გაქვთ შეკვეთები უცხო ქვეყნის რეზიდენტებისგან/კომპანიებისგან? RoomBox-ზე მოთხოვნა ძირითადად ქართველებისგანაა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში, ჩვენი ობიექტების მიმართ დაინტერესება უცხო ქვეყნის რეზიდენტებისგანაც გაიზარდა. ასევე თუ გიფიქრიათ იგივე მოსიარულე კონტეინერ/სახლების აწყობა/მშენებლობაზე? მსგავსი ტიპის პროექტებზე არ გვიფიქრია, რადგან ძირითად შემთხვევაში სენდვიჩ პანელებისგან აწყობილი ბოქსებია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 40 ფუტიანი (ანუ 12 მეტრიანი), High Cube (ანუ მაღალი, 2.90მ სიმაღლის) საზღვაო კონტეინერებისგან ვამზადებთ ობიექტებს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.

შეკვეთიდან რა პერიოდში ხდება ობიექტის ჩაბარება?

უშუალოდ მოდულს გააჩნია. თუმცა, ობიექტის ჩაბარების დაახლოებითი პერიოდია 10-დან 15-კვირამდეა. 

როგორია თქვენს სეგმენტში კონკურენცია, რა არის თქვენი უპირატესობა?

თუ ვისაუბრებთ იმ სექტორის ბიზნესებზე, რომლებიც უშუალოდ მცირე მოცულობის სახლებს ამზადებენ, კონკურენცია ძალიან დაბალია. რაც შეეხება უშუალოდ საზღვაო კონტეინერებისგან დამზადებულ სახლებს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში სრულიად უკონკურენტოები ვართ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები