დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP - 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც აშშ-ში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა

TOP - 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც აშშ-ში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა

2023-07-25 12:00:56

Business Insder Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში $2,6 მილიონის ღირებულების 425,976.4 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 

ცნობილია 10 კომპანია, რომელთაც აშშ-ში 2023 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს. 

  •  სს თელავის ღვინის მარანი 
  • სს თელიანი ველი 
  • სს კორპორაცია ქინძმარაული 
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია 
  • შპს ვინაგორა
  •  შპს თელედა 
  • შპს კახური ღვინის მარანი
  • შპს კორპორაცია ქართული ღვინო 
  • შპს ჯეო ალკო თრეიდინგ
  • შპს ჯოს! ვაინს

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქვეყნიდან 126,030.68 ათასი დოლარის ღირებულების 43,382,808.81 ლიტრი ღვინო გავიდა. 

ეს იმ ფონზე, როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 34,063,323.5 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 101,662,064.17 ტონა ღვინო გავიდა.

გასულ წელს 2021 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 26%-ი შეადგინა. ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 30%-ი რუსეთზე მოდის. სწორედ რუსეთია დღეს ქართული ღვინის პირველი საექსპორტო ბაზარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები