დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზეთის საწარმო „ქარვა“ აუქციონზე იყიდება

ზეთის საწარმო „ქარვა“ აუქციონზე იყიდება

2023-11-07 13:21:50

კომპანია „არი“ დედოფლისწყაროს სოფ. წითელწყაროში მდებარე  მზესუმზირის ზეთის ქარხანას ყიდის. საწარმო გასასხვისებლად eauction.ge-ზე უკვე გამოტანილია და მისი საწყისი ღირებულება 1 790 000 ლარს შეადგენს. ობიექტის გასხვისება 20 ნოემბერს ჩანიშნულ აუქციონზე არის დაგეგმილი.

როგორც ლოტის აღწერაში წერია, იყიდება არასასოფლო სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ და მასზე განთავსებული: 7200 კვ.მ საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ საწარმოო ფართია, 3600 კვ.მ და 2700 კვ.მ2 - სასაწყობო შენობა; 266 კვ.მ2 II სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა.  საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირასი რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით. ფასი არ მოიცავს დღგ-ს.

შპს „არი“-ს 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ ფლობს. ამ კომპანიას ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია - 50% გელა არჯაკელი - 50%.

ზეთის მწარმოებელი ქარხანა, 2005 წლიდან „ქარვას“ ბრენდის სახელით ოპერირებდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები