კომპანია „არი“ დედოფლისწყაროს სოფ. წითელწყაროში მდებარე მზესუმზირის ზეთის ქარხანას ყიდის. საწარმო გასასხვისებლად eauction.ge-ზე უკვე გამოტანილია და მისი საწყისი ღირებულება 1 790 000 ლარს შეადგენს. ობიექტის გასხვისება 20 ნოემბერს ჩანიშნულ აუქციონზე არის დაგეგმილი.
როგორც ლოტის აღწერაში წერია, იყიდება არასასოფლო სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ და მასზე განთავსებული: 7200 კვ.მ საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ საწარმოო ფართია, 3600 კვ.მ და 2700 კვ.მ2 - სასაწყობო შენობა; 266 კვ.მ2 II სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა. საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირასი რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით. ფასი არ მოიცავს დღგ-ს.
შპს „არი“-ს 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ ფლობს. ამ კომპანიას ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია - 50% გელა არჯაკელი - 50%.
ზეთის მწარმოებელი ქარხანა, 2005 წლიდან „ქარვას“ ბრენდის სახელით ოპერირებდა.
უახლესი
19 წუთის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს6 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს6 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 48%-იან ზრდას აჩვენებს