2023
იესო ქრისტე აწყნარებს აბობოქრებულ ზღვას
მარტი, 2023 წ.


„იესო ქრისტე აწყნარებს აბობოქრებულ ზღვას“, მეგობარი, მარტი 2023, 46–47.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , მარტი, 2023 წ.

იესო ქრისტე აწყნარებს აბობოქრებულ ზღვას

გამოსახულება
იესო ქრისტეს სძინავს ნავში, მისი მოწაფეები კი ზღვას უყურებენ

ეიფრილ სტოტის ილუსტრაციები

ერთხელ ღამე იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ნავით ზღვაში იყვნენ. იესო დაიღალა და დაეძინა.

გამოსახულება
ქარიშხალმა ნავი გადმოაბრუნა, სადაც იესო მოწაფეებთან ერთად იჯდა

ქარი ამოვარდა. ტალღები უფრო და უფრო დიდდება! მოწაფეებს შეეშინდათ. მათ გააღვიძეს იესო და სთხოვეს, გადაერჩინა ისინი.

გამოსახულება
იესო ზღვას ადუმებს

იესო ადგა და თქვა: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა. წყალი დაწყნარდა.

გამოსახულება
პატარა ბიჭი დახუჭული თვალებით და გულზე დაკრებილი ხელებით.

ჩემი რწმენა იესო ქრისტეში სიმშვიდის მომტანია. როცა მეშინია, იესოს შეუძლია, სიმშვიდე მომგვაროს.

გასაფერადებელი გვერდი

მომწონს იესოს შეცნობა

გამოსახულება
გასაფერადებელი გვერდი - პატარა გოგო უყურებს წიგნს იესოს შესახებ

პატრიცია გეისის ილუსტრაცია

რა იცით იესოს შესახებ?