პროდუქცია

ულტრა თხელი ხმის საიზოლაციო მასალა Компаунд SR-GLUE- 10კგ
# 887714

ულტრა თხელი ხმის საიზოლაციო მასალა Компаунд SR-GLUE- 10კგ

გამოიყენება ფურცლოვანი სამშენებლო მასალების ფენების (შრეების) შესაწებებლად (თაბაშირ-მუყაო, თაბაშირ-ბოჭკოვანი, ფანერა, და მსგავსი ფილები), დაიტანება +5... იხილეთ მეტი

გამოიყენება ფურცლოვანი სამშენებლო მასალების ფენების (შრეების) შესაწებებლად (თაბაშირ-მუყაო, თაბაშირ-ბოჭკოვანი, ფანერა, და მსგავსი ფილები), დაიტანება +5°С ტემპერატურაზე, არაუმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის დროს. SR-GLUE 1მმ-ზე ხარჯი 0,7 – 0,8 კგ/მ2; 10კგ-იანი შეფუთვა - 12,5-14 მ2

 

იხილეთ ნაკლები

პროდუქტი არ არის მარაგში
მიწოდების პერიოდი: 3-5 სამუშაო დღე

ძალიან მცირე სისქე. SR-GLUE™-ის გამოყენება უზრუნველყოფს გამყოფი კონსტრუქციის ხმაურიზოლაციის მცირე სისქეს;
ბგერათა სხვადასხვა სპექტრის მაღალი ხმაურსაიზოლაციო შესაძლებლობები;
ნებისმიერ ფურცლოვან მასალასა და ზედაპირებზე შესანიშნავი მოჭიდების უნარი;
დატანის სიმარტივე. SR-GLUE™-ის ნარევის დატანა არაპროფესიონალსაც კი შეუძლია, საკმარისია გაეცნოს უმარტივეს ინსტრუქციას;
მაღალი წყალმედეგობა. SR-GLUE™-ის ქიმიური ფორმულა შესაძლებლობას აძლევს მასალას ხმაურსაიზოლაციო და ფიზიკო-მექანიკური თვისებების ცვლილების გარეშე გაუძლოს წყალში რამდენიმე კვირიან სრულად ჩაძირვას;
არაწვადი ხმაურსაიზოლაციო მასალა არაწვად მასალებთან კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში(თაბაშირ-მუყაო და სხვა მსგავსი ფილები);
ეკოლოგიური სისუფთავე. კომპონენტები, რომელთა გამოყენებითაც მზადდება მასალა არატოქსიკურია. პროდუქციას აქვს ევრაზიული საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ჰიგიენური სერთიფიკატი;
მასალის ხარჯის კონტროლის სიმარტივე. ფურცლოვანი მასალის ზედაპირზე ნარევი დაიტანება ჰერმეტიკის პისტოლეტის საშუალებით, ხარჯი 0,7 – 0,8 კ/მ2;
ტემპერატურული და ტენიანობის ცვალებადობის მიმართ მაღალი მდგრადობა, არ საჭიროებს ობიექტის ხანძარსაშიშროების გამზრდელი, ორთქლსაიზოლაციო მემბრანით დამატებითი შრის მოწყობას;
ხმაურიზოლაციის მოწყობის სამუშაოების მაღალი სიჩქარე და დაბალი ღირებულება;
გამოყენების ტემპერატურის მაღალი დიაპაზონი.

SR-GLUE™ - ეს არის ხმაურსაიზოლაციო ნარევი:
გამყოფი კონსტრუქციებისათვის გამოყენების ფართო სპექტრით;
კედლების, სახურავებისა და ჭერებისათვის, სადაც სასარგებლო მოცულობის მაღალი დანაკარგის გამო შეუძლებელია და/ან არასასურველია „კლასიკური“ ხმაურიზოლაციის გამოყენება;
დაბალი სიხშირის ბგერების გავრცელებისადმი ნაკლებეფექტური ხმაურსაიზოლაციო სისტემის დამატებად;
გამყოფი კონსტრუქციისათვის როგორც ახალმშენებარე, ისე ექსპლუატაციაში მყოფი ობიექტებისათვის.

მსგავსი პროდუქცია