ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა დაავადების დამარცხებისთვის აუცილებელია

ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
1997 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული სამედიცინო ორგანიზაციები და ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო:
ცნობიერების ამაღლებით დაამარცხონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნე.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ წელსაც უერთდება ინიციატივას და გთავაზობთ ინფორმაციას, რომლის ცოდნაც ყველა ქალისთვის აუცილებელია.
რისკ-ფაქტორები:
– ქალად ყოფნა – დიახ, მამაკაცებს გაცილებით ნაკლებად აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი
– ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად იმატებს განვითარების რისკი
– მკერდის სხვადასხვა დაავადების პერსონალური ისტორია
– გენეტიკური ფაქტორი – თუ ოჯახის წევრებს ძუძუს კიბოს დიაგნოზი ადრეულ ასაკში დაუსვეს, ეს რისკ-ფაქტორია. თუმცა, დაავადებულთა უმრავლესობას სიმსივნის ოჯახური ისტორია არ გააჩნია.
– გენური მუტაცია
– რადიაცია – რადიაციული თერაპია მკერდის არეში (თუნდაც ბავშვობაში ან თინეიჯერობაში)
– სიმსუქნე
– ბავშვის გაჩენა 30 წლის შემდგომ
– მენოპაუზის გვიან დაწყება
– მენსტრუაციის ადრეულ ასაკში დაწყება – იგულისხმება 12 წლის ასაკზე ადრე
– ორსულობის ისტორიის არ ქონა – ქალები, ვინც არასდროს ყოფილან ორსულად
– პოსტმენოპაუზური ჰორმონალური თერაპია
– ალკოჰოლის ჭარბად მიღება

სიმპტომები:
მედიცინის წამყვანი სპეციალისტები მოუწოდებენ ქალებს, რომ თვეში რამდენჯერმე (მენსტრუაციამდე და შემდეგ) ჩაიტარონ თვითშემოწმების პროცედურას და ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებიდან თუნდაც ერთი
სიმპტომის შემთხვევაშიც ეწვიონ ექიმს (გინეკოლოგს ან მამოლოგს):

  • დვრილიდან გამონადენი (უფერული, სისხლიანი, თეთრი)
  • ძუძუს ფორმის ცვლილება
  • ძუძუს გარშემო კანის ცვლილება (დვრილის ფორმის ცვლილება)
  • მკერდის შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება ან უჩვეულო გამკვრივება
  • კვანძების შეგრძნება მკერდში ან იღლიის არეში
  • დისკომფორტი, წვა ძუძუს არეში
  • იღლიის ან სხვა ლიმფური კვანძების გადიდება
    და სხვა.

პრევენცია:
სამწუხაროდ, სარძევე ჯირკვლის კიბოს ასაკი გაახალგაზრდავდა. პრევენციის საუკეთესო გზად კი კვლავაც რჩება სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა.
ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა ზრდასრულ ქალს ჰყავდეს გინეკოლოგი, რომელსაც ეწვევა წელიწადში მინიმუმ ორჯერ. თქვენს გინეკოლოგს შესწავლილი ექნება თქვენი სხეული და მკერდის ზონაზე უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ გამოეპარება, ამავდროულად, შესაძლოა სხვა სიმპტომატიკით აღმოაჩინოს ორგანიზმში მიმდინარე პროცესი და დანიშოს დამატებითი კვლევები.
ამავდროულად, წელიწადში ერთხელ ის აუცილებლად მოგთხოვთ პაპ ტესტის ჩატარებას, რომლის პასუხებშიც ადვილად ჩანს საეჭვო უჯრედების არსებობა. იმ შემთხვევაში თუ მიღებული შედეგები აჩენს ეჭვს მიმდინარე პრესიმსივნურ ან სიმსივნურ პროცესებზე, საჭირო ხდება დამატებითი ლაბორატორიული (ციტოლოგიური) თუ აპარატურული კვლევა. სკრინინგის ნაწილში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამოლოგი და სკრინინგი, ანუ მამოლოგიური კვლევა. ეს გულისხმობს სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიას (რენტგენოლოგიური კვლევა) ან/და ექოსკოპიურ კვლევას. ასევე დამატებითი ანალიზები თუ სხვა პროცედურები ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად, ჩაიტარეთ დროული სკრინინგი და აიცილეთ ძუძუს კიბოს განვითარების საფრთხე.

Leave a reply