Back ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო

ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე  ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა.  ღონისძიება ასევე მიეძღვნა ამავე პროგრამის მეორე ეტაპის დასრულებას, რომლის შედეგადაც სპეციალიზებული პროკურორების კიდევ ერთი თაობა გადამზადდა, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების განსახილველად.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ღონისძიების  გახსნისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ „გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა გასული წლების განმავლობაში არსებითი ცვლილებაა სახეზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მოუძღვის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ რეგიონულ პროექტთან თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ამ წარმატების დასტურია.“

ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის  პროგრამის მონაწილეები სპეციალიზებული პროკურორები არიან, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილებით. მენტორინგის მეთოდოლოგიის ინოვაციურ მიდგომა,  სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, გამოცდილ პროკურორ მენტორსა და პრაქტიკოს პროკურორს შორის მხარდაჭერით კომუნიკაციას, რეფლექსიის ხელშეწყობას და მართლმსაჯულების სექტორში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურიდან ხუთმა ახალმა მენტორმა ახლახან გაიარა შესაბამისი ტრენინგი. ერთი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა მენტორი მართლმსაჯულების სისტემებიდან შერჩეულ პრაქტიკოსებთან ერთად იმუშავებს,  სასამართლო სისტემაში გენდერული საკითხებზე საკონტაქტო პირების არაფორმალური ქსელის შექმნის მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა: ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტანდარტების დანერგვა“ ფარგლებში,  „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ ქვეშ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ. 

თბილისი, საქართველო 16 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge