Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

11-01-2021
სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

2019 წლის 05 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს, „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებს სასამართლოს მენეჯერმა და მაგისტრმა მოხელემ სალომე გველესიანმა უმასპინძლეს. მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია