Aa Aa
23 სექტემბერი 2020  |  13:25

გერმანული კომპანია Lada Niva-ს ლიმიტირებულ ვერსიას ქმნის და მის შეძენას რუსები ვერ შეძლებენ

გაუმჯობესებული ვერსიის კაბინაში მეტი კომფორტი დაგხვდებათ!

Volga Automobile Plant-ი წარმოების 50 წლისთავს აღნიშნავს. ქარხნის ყველაზე პატივსაცემი მოდელი - Lada Niva - გერმანული კომპანიის მიერ დამუშავდა, რომელსაც Partisan Motors-ი ქვია. კომპანია გაუმჯობესებული SUV-ის 50 ეგზემპლარს შექმნის, რომელიც 23 000$ ეღირება. შეზღუდული რაოდენობით წარმოებული მოდელი მხოლოდ გერმანიის რამდენიმე სადილეროში იქნება ხელმისაწვდომი.

Partisan Motors-ის Niva მცირედით გაუმჯობესებული კორპუსითაა წარმოდგენილი. ავტომობილი BF Goodrich-ის დიდი კოჟრების მქონე საბურავებზე არის შეყენებული, რომელიც ყველანაირი საფარისთვის არის განკუთვნილი. დისკები ხუთ ქიმიანი დიზაინით არის შესრულებული, რაც ავტომობილს უფრო ცოცხალს ხდის. ბორბლებს უფრო დიდი და მომრგვალებული ფრთები ფარავს. სახურავი კი ახლა სატვირთო ყუთის დამაგრების საშუალებას იძლევა, ხოლო კერებთან დამონტაჟებული საფეხურები კაბინაში მოთავსებას აადვილებს.

Partisan Motors-ს ჯერ მხოლოდ ზემოთ ნაჩვენები სკეჩი გააჩნია. კომპანიის თქმის, კაბინა ტყავის სავარძლებით აღიჭურვება, რომლის ფერებთა შეხამებაც მყიდველი თავისი გემოვნების შესაბამისად შეარჩევს.

კომპანია აგრეგატის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. Lada 4X4-ის მიმდინარე მოდელი კი 1.7 ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას იყენებს, რომელიც 83 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალოვანი აგრეგატი ხუთ სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული და სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. აქსელერატორის სატერფულის გამოყენება კისრის მოტეხვას უდრის - Niva 0-დან 100-მდე 17 წამში ჩქარდება! მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 142 კმ/სთ-ა.

Vaz-2121 პირველად საბჭოთა რუსეთში 1977 წელს გამოჩნდა. ის თანამედროვე „ქროსოვერების“ მსგავსად, მზიდ ძარას იყენებდა. 1978 წელს Niva დასავლეთ ევროპაშიც გამოჩნდა და მოგვიანებით ევროპის 4X4 სეგმენტის 40 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის განახლებული „ნივა“ ბამპერზე დამაგრებული ნისლის მაშუქებით, კლიმატ კონტროლითა და ორი ჭიქის ჩასადებით წარსდგა. ძირითადი ესთეთიკა კი 40 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

გაზიარება: