Aa Aa
5 აგვისტო 2021  |  12:12

BMW-ს ყველაზე მძლავრი ძრავები, რაც ოდესმე შექმნილა

BMW-ს ყველაზე მძლავრი ძრავა BMW-ს მოდელში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი

2021 წელს გაცნობილი BMW M5 CS-ი გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე მძლავრი ავტომობილია. 627-ცხენისძალიანი 4.4-ლიტრიანი V8 აგრეგატი უფრო დიდი ზომის V10-ებსა და V12 ძრავებს ჯაბნის და M5 CS-იც ყველაზე ძლიერ M-ის ემბლემიან მოდელად გვევლინება. თუმცა, არის თუ არა სედანის ძრავის ხუფის ქვეშ განლაგებული S63 ძრავა ყველაზე მძლავრი, რაც მწარმოებელს ოდესმე შეუქმნია? არა. ეს პატივი S70-ს ერგო, რომელიც 1990-იან წლებში შეიქმნა. აქ პატარა დეტალია - კონკრეტულად ეს აგრეგატი BMW-ში არასდროს გამოუყენებიათ. მის შესახებ ქვემოთ არსებულ სიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ.

10. B57 3.0-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა


ათეულს დიზელის ძრავით დავიწყებთ და ის ზეთის ერთადერთი მწველი იქნება სიაში. B57 პირველად 2015 წელს, ერთი და ორი ტურბინის ვერსიებად გამოვიდა, რომლის სიმძლავრეც 315 ცხენის ძალას შეადგენდა. მოგვიანებით, 2016 წელს, BMW-მ 3-ლიტრიანი ერთრიგა ძრავის ოთხ-ტურბინიანი ვერსია გამოუშვა, რომელიც 394 ცხენის ძალასა და 760 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ის G11 თაობის BMW 750d-ში ვიხილეთ. ამჟამად, კომპანიის ყველაზე მძლავრი დიზელის ძრავა X5-ში, X6-ში და X7-ის SUV-ებშია წარმოდგენილი.

სპეციფიკაციები:
სქემა: 4-ტურბინიანი 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა
სიმძლავრე: 394 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 760
წარმოება: 2016-დღემდე
BMW-ს მოდელები: 7 Series-ი, X5, X6 და X7

9. S62 4.9-ლიტრიანი V8 (BMW M5)


4-ტურბინიანი B57 იმავე სიმძლავრისაა, რაც 1998-2003 წლებში შექმნილი S62 საწვავზე მომუშავე V8 ძრავა. ამ აგრეგატის დებიუტი 1998 წელს, E39 M5-ში შედგა. მისი მაქსიმალური ბრუნი წუთში 7000 გახლდათ და ეს ატმოსფერული ძრავა 394 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. აგრეგატი BMW Z8-შიც გვხვდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ის Hartge-ს, Ascari-სა და Bentley-ს მოდელებშიც ვიხილეთ. ბრიტანულმა კომპანიამ ორ-ტურბინიანი, Cosworth-ის მიერ შემუშავებული ვერსია Arnage-ში 1998-2000 წლებში განათავსა. აგრეგატს 349 ცხენისძალა და 570 ნიუტონ მეტრი გააჩნდა.

სპეციფიკაციები
სქემა: 4.9-ლიტრიანი V8
სიმძლავრე: 394 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 570
წარმოება: 1998-2003
BMW-ს მოდელები: M5, Z8
სხვა ავტომობილები: Hartge H50, Acari KZ1 და A10

8. S65 4.4-ლიტრიანი V8 (BMW M3 GTS)


კიდევ ერთი ატმოსფერული V8 S65 ძრავამ 2007 წელს S54 ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა ჩაანაცვლა. ის BMW M3-ისთვის იყო შექმნილი და სტანდარტულ ვერსიაში 414 ცხენისძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. 2010 წელს მწარმოებელმა განახლებული ვერსია შემოგვთავაზა, რომლის სიმძლავრეც 444 ცხენის ძალასა და 440 ნიუტონ მეტრს შეადგენდა. ის შეზღუდული წაოდენობით წარმოებულ M3 GTS-ში ვიხილეთ. განახლებული S65 ძრავით Z4-ზე დაფუძნებული სარბოლო ავტომობილი და და Wiesmann MF4-იც აღიჭურვა.

სპეციფიკაციები:
სქემა: 4.4-ლიტრიანი V8
სიმძლავრე: 444 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 440
წარმოება: 2007-2013
BMW-ს მოდელები: M3, M3 GTS
სხვა ავტომობილები: Weismann MF4

7. N73 6.75-ლიტრიანი V12 (Rolls-Royce Phantom)


სიაში ყველაზე დიდი მოცულობის ძრავა, კოდური სახელით N73, 2003 წელს გამოვიდა და წარმოებაში 13 წლის განმავლობაში იყო. თუმცა, ეს უფრო მეტად Rolls-Royce-ს დამსახურებაა. თავდაპირველად ის 7 Series-სთვის შემუშავდა და 6.0-ლიტრიანი ძრავა 439 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. მაგრამ BMW-მ Rolls-Royce-სთვის 6.75-ლიტრიანი ვერსიაც შექმნა. ბრიტანული კომპანია ამ ძრავას Phantom-ში 2003-დან 2016 წლამდე იყენებდა. გაუმჯობესებულ N73-ს 453 ცხენის ძალა და 720 ნიუტონ მეტრი გააჩნდა.

სპეციფიკაციები:
სქემა: 6.75-ლიტრიანი V12
სიმძლავრე: 453 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 720
წარმოება: 2003-2016
BMW-ს მოდელები: 7 Series
სხვა ავტომობილები: Rolls-Royce Phantom

6. S55 3.0-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი (BMW M4 GTS)


N55-ის მაღალი წარმადობის ვერსიას 500-ცხენისძალიან ნიშნულთან სულ უფრო ახლოს მივყავართ. ორმაგი ტურბინით აღჭურვილი აგრეგატი პირველად 2014 წლის M3-სა და M4-ში ვიხილეთ, სადაც სიმძლავრე 425 ცხენის ძალით შემოიფარგლებოდა. ამის შემდეგ BMW-მ Competition პაკეტისთვის 444-ცხენისძალიანი, ხოლო CS-ისთვის 453 ცხენისძალიანი ვერსია გამოუშვა. გერმანულმა ავტოკომპანიამ S55 ძრავა ისტორიის სახელმძრვანელოში M4 GTS-ისთვის სპეციალურად გადაკეთებული აგრეგატით შეიყვანა. ამ ავტომობილში ის 493 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ზუსტად ამავე ძრავით იყო აღჭურვილი შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული M4 DTM Champion Edition-იც.

სპეციფიკაციები:
სქემა: ორ-ტურბინიანი, 3.0-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა
სიმძლავრე: 493 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 600
წარმოება: 2014-2021
BMW-ს მოდელები: M4 GTS, M4 DTM

5. S85 5.0-ლიტრიანი V10 (BMW M5)


BMW-ს, მხოლოდ ბოლო წლებში, რამდენიმე V12 ძრავა აქვს შექმნილი, რა დროსაც მწარმოებლის თანამედროვე ისტორიაში მხოლოდ ერთი V10 აგრეგატი გვხვდება. და მაინც, როგორი საოცარი იყო ის! S85, ატმოსფერული 5-ლიტრიანი V10 სპეციალურად E60-ის თაობის M5-ისთვის იყო განკუთვნილი. Formula 1-ის შთაგონებით შექმნილი ძრავა BMW-ს რეგულარულ მოდელში დამკვიდრდა.

500 ცხენისძალიანი და 520 ნიუტონ მეტრიანი S85 იმ პერიოდისთვის BMW-ს ყველაზე მძლავრი ძრავა გახლდათ. ის E63-ის თაობის M6-ში მოხვდა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. 2009 წელს ეს აგრეგატი Wiesmann GT MF5-შიც ვიხილეთ.

სპეციფიკაციები:
სქემა: 5-ლიტრიანი V10
სიმძლავრე: 500 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 520
წარმოება: 2005-2010
BMW-ს მოდელები: M5, M6
სხვა ავტომობილები: Wiesmann GT MF5

4. S58 3-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა (BMW X3/X4 M)


უკვე კარგად ნაცნობ B58 ძრავის პლატფორმაზე დაფუძნებულმა S58-მა 2019 წელს S55 ჩაანაცვლა. ორ-ტურბინიანი 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავის დებიუტი X3 M-სა და X4 M-ის SUV-ებში შედგა, შემდეგ კი M3-ში და M4-ში ვიხილეთ. ახალი 6-ცილინდრიანი აგრეგატი 473 ცხენის ძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, მწარმოებელი მის განახლებულ ვერსიას Competition პაკეტში გვთავაზობს, სადაც სიმძლავრე 503 ცხენის ძალამდე და 650 ნიუტონ მეტრამდეა გაზრდილი.

სპეციფიკაციები:
სქემა: ორ-ტურბინიანი 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი
სიმძლავრე: 503 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 650
წარმოება: 2019-დღემდე
BMW-ს მოდელები: X3 M, X4 M, M3, M4

3. N74 6.6-ლიტრიანი V12 (Rolls Royce Wraith Black Badge)


გახსოვთ N73, რომელიც ზემოთ განვიხილეთ? N74 მისი ორ-ტურბინიანი მემკვიდრეა. ამ ძრავის დებიუტი 2009 წლის მეშვიდე სერიაში ვიხილეთ და ყველაზე მძლავრი იტერაცია 602 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრი სიმძლავრის იყო. თუმცა, მოგვიანებით BMW-მ Rolls-Royce-სთვის განხვავებული ვერსია შექმნა, რომლითაც Ghost-ი, Wraith-ი, Dawn-ი, Phantom-ი და Cullinan-ი აღიჭურვა. 6.6-ლიტრიანი აგრეგატი Wraith Black Badge-ში 626 ცხენის ძალასა და 870 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. დიახ, საგზაო ავტომობილისთვის დამზადებული BMW-ს მესამე ყველაზე მძლავრი ძრავა Rolls-Royce-ს ეკუთვნის.

სპეციფიკაციები:
სქემა: ორ-ტურბინიანი 6.6-ლიტრიანი V12
სიმძლავრე: 623 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 870
წარმოება: 2009-დღემდე
BMW-ს მოდელები: 7 Series-ი
სხვა ავტომობილები: Rolls-Royce (სრული შემადგენლობა)

2. S63 4.4-ლიტრიანი V8 (BMW M5 CS)


და აი სიის მეორე ნომრამდეც მოვედით და როგორც სურათიდან ხვდებით ეს S63-ა. ამ ორ-ტურბინიან V8 ძრავას BMW 2010 წლიდან გვთავაზობს. ეს ლეგენდარული ძრავა Bimmeri-ის რამდენიმე მოდელში გვხვდება და ის X5 M-სა და X6 M-ის SUV-ებსაც მოიცავს. თუმცა არც ერთ მათგანში არ ყოფილა ის ისეთ მძლავრი, როგორიც 2021 წლის M5 CS-ის ვერსიაში ვიხილეთ. ისედაც საოცარი სიმძლავრის მქონე აგრეგატი მწარმოებელმა კიდევ უფრო გააძლიერა და აღნიშნულ მოდიფიკაციაში ის 627 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

სპეციფიკაციები:
სქემა: ორ-ტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8
სიმძლავრე: 627 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 750
წარმოება: 2010-დრემდე
BMW-ს მოდელები: M5 CS

1. S70 6.1-ლიტრიანი V12



ყველაზე მძლავრი ძრავის სიის პირველი ადგილის განსახილველად ჩვენ დროში ვიმოგზაურებთ და 1990-იანი წლების დასაწყისს ვესტუმრებით. ეს ის პერიოდია, როდესაც BMW-მ M70-ის სპორტული ვერსია - S70 გაგვაცნო. პირველი S70 5.6-ლიტრი მოცულობის V12 იყო, რომელიც 375 ცხენისძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. აღნიშნული აგრეგატით M850 CSi იყო აღჭურვილი. თუმცა, BMW-მ მონაცემები S70/2 რადიკალურად გააუმჯობესა. ეს ძრავა McLaren-ისთვის შეიქმნა და BMW-ს ის საკულტო F1 მოდელისთვის უნდა მიეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ ის მერვე სერიის S70-თან მნიშნელოვნად იყო დაკავშირებული, ძალოვანი აგრეგატის კონცეფცია ახლიდან შემუშავდა. ახალ ნაწილებთან ერთად 6.1 ლიტრამდე გაიზარდა მოცულობაც. შედეგად, ეს ატმოსფერული V12 ძრავა 618 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. დიახ, ის მხოლოდ 9 ცხენის ძალით ჩამორჩება M5 CS-ის მონაცემებს, მაგრამ მას უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდა.

ძალოვანი აგრეგატი F1 LM-ისთვის 671 ცხენის ძალასა და 705 ნიუტონ მეტრს უყრიდა თავს. F1 LM-ი ბრიტანული სუპერქარის შეზღუდული რაოდენობით წარმოებული მოდელი გახლავთ.

სპეციფიკაციები:
სქემა: 6.1-ლიტრიანი V12
სიმძლავრე: 671 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი: 705
წარმოება: 1993-1998
McLaren-ის მოდელები: F1 (ყველა ვერსია)

გაზიარება: