Aa Aa
15 აპრილი 2020  |  15:04

Tesla Cybertruck-ის მოძრავი სახლი - ბავშვობის სიმზრები სრულდება

წიგნს გარეკანით ნუ განსჯით...

Tesla Cybertruck-ის მოძრავი სახლის ტრეილერი ნამდვილად უნიკალურია. ეს ტრეილერი Cybertruck-ის მოდერნისტულ სტილში ძალიან კარგად ჯდება, მის გაგრძელებას ჰგავს.

ამერიკაში მოძრავი სახლები ძალიან პოპულარულია და მათი არჩევანი გასაოცარია, დაწყებული აღჭურვილობით, ტრაილერების მასშტაბებით დამთავრებულები. ოფიციალური ზომები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ Cybertruck-ის ზომების გათვალისწინებით, მოძრავი სახლის სიგრძე დაახლოებით 20 მეტრს შეადგენს. ტრაილერის ძარა ტესლას პიკაპზე ანკლებად კუთხოვანია , მას უფრო გლუვი და ჩამოყალიბებული ფორმები აქვს, თუმცა „ტესლას“ პიკაპის დიზაინის მსგავსება მაინც შეიმჩნევა.

ტრეილერის ექსტერიერი საკმაოდ შეუხედავი და მოსაბეზრებელია, მაგრამ შიგნით სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

როგორც სურათზე შეატყობდით, შიგნით საკმარისი საცხოვრებელი ფართია. Cybertruck-ის სახლში დიდი საძინებელი ოთახი, სრულყოფილი სამზარეულო, დივანი, რომელიც სასადილო ზონად შეიძლება აქციოთ და რა თქმა უნდა, შხეფიც, რომელიც საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ გაშალოთ.

დამატებით ამ მოძრავ სახლს სახურავზე მზის ბატარეების დასატენი პანელები აქვს და შესაბამისად ბატარეებიც აქვს, სადაც მზისგან მიღებულ ენერგიას ინახავენ. შესაძლოა, რომ ეს დამატება ფასიანი არჩევნის სახით იყოს ხელმისაწვდომი.

ეს ჯერ მხოლოდ 3D რენდერია და დარენდერებულ ფორმატში ყველაფერია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ მხოლოდ ვირტუალური მოდელია, დარმუნებული ვართ, რომ ასეთი ტრეილერი, რომელიც Cybertruck-ის დიზაინს მოერგება, საკმაოდ მოთხოვნადი იქნება.

გაზიარება: