Aa Aa
4 მარტი 2022  |  09:16

Bugatti-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შემდეგი ჰიპერქარი ჰიბრიდული იქნება

Bugatti-ს მომავალი ელექტროა.

ოცა წლის დასაწყისში Rimac-ი და Bugatti გაერთიანდნენ გაჩნდა მოსაზრება, რომ Bugatti Chiron-ს ჩაანაცვლებდა. ამისთვის Rimac-ის 1 914-ცხენისძალიანი ელექტრო ჰიპერქარი Nevera კარგი ვარიანტი იქნებოდა.

როგორც ჩანს, Bugatti Rimac-ის მმართველ მათე რიმაცს სულ სხვა გეგმები აქვს. Bugatti-ს შიგაწვის ძრავა ისევ ექნება, მაგრამ ელექტრიფიცირებული.

„როცა ხალხი ახალი თაობის Bugatti-ს დაინახავს, ისინი გაოცებული დარჩებიან, რადგან მათთვის მე ელექტრო ავტომობილებთან ვარ ასოცირებული. ჩვენ გვყავს კლიენტები და გვაქვს ტექნოლოგია. ვფიქრობ, შეგვიძლია Bugatti-სთვის საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არ იქნება სრულიად ელექტრო ავტომობილი. ერთ დღეს ეს მოხდება, მაგრამ დღეს არა“, - თქვა მან.

რიმაცის თქმით, ავტომობილის ასაწყობად ისინი გაცილებით ნაკლებ ბიუჯეტს გამოიყენებენ, ვიდრე ადრე სჭირდებოდათ, რადგან, Bugatti-სთან გაერთიანების შემდეგ, ნაწილები მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

იმაცს და მის გუნდს ჯერ კიდევ აქვთ დრო იქამდე, სანამ Chiron-ს ჩანაცვლება მოუწევთ. გარდა ამისა, Bugatti-ს ქარხანას Chiron-ის და Bolide-ს აწყობა არ დაუსრულებია. ასე რომ, 2025 წლამდე ბევრი საქმე აქვს.

მაგრამ დიდხანს მოცდა არ მოგვიწევს. Bugatti შეგვპირდა, რომ 2022 წლის პირველ ნაწილში რაღაც ახალს შემოგვთავაზებს.

გაზიარება: