Aa Aa
13 მაისი 2020  |  10:36

BMW i4 მეოთხე სერიის ყველაზე ძლიერი ვერსია იქნება

სრულიად ელექტრო მეოთხე სერიას შეიძლება M4 Gran Coupe ვერსიაც დაემატოს.

როცა BMW-მ ახალი თაობის მეშვიდე სერია გამოუშვა, თქვა, რომ ბენზინის და დიზელის ვერსიას მივიღებდით, სათავეში კი ელექტრო მოდელი მოექცეოდა. როგორც ჩანს, M4 / M4 Competition-ის შემთხვევაშიც იმავეს უნდა ველოდოთ: i4 სათავეში მოექცევა. მას 2-მოტორიანი კონფიგურაცია, 523 ცხენის ძალა და 813ნმ ექნება.  

რამდენად აღემატება M4-ის შესაძლებლობებს? ეს ჯერ ცნობილი არაა, თუმცა ექვსცილინდრიანმა ერთრიგა ძრავამ დაახლოებით 503 ცხენის ძალა უნდა გამოიმუშაოს. ეს მხოლოდ 20 ცხენის ძალით ნაკლები იქნება, ვიდრე i4-ის შემთხვევაში. მაბრუნ მომენტებს შორის უფრო დიდი სხვაობას უნდა ველოდოთ. M4 Competition-ის მაბრუნი მომენტი 600ნმ-ია.

ისიც მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს მაბრუნი მომენტი. I4-ის შემთხვევაში ის მომენტალურია, ტვინ-ტურბო 3.0-ლიტრიანი S58-ის შემთხვევაში არა.

როგორც ყველა EV-ს შემთხვევაში, დამატებითი ძალა ბატარეას მოცულობასა და წონაზე იმოქმედებს. ეს გავლენას იქონიებს მანქანის მართვადობაზე და, შესაძლოა, ის მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც დააზიანოს, რაც BMW-ს ენთუზიასტებს ასე უყვართ. BMW-ს თქმით, პროტოტიპი 0-100კმ/სთ-ამდე 4 წამში აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა, მიუხედავად წონის მატებისა, მაინც საკმაოდ სწრაფი იქნება.

ელექტრო Gran Coupe ექსკლუზიურად xDrive იქნება. ერთი მოტორი ძალას წინა თვლებს მიაწვდის, მეორე კი უკანას. დიდი 80კვ/სთ-იანი ბატარეა 600კმ-ს გავლას შეძლებს.

M4-ს ჩვეულებრივი კუპე და კაბრიოლეტის გარდა, ელექტრო ვერსია უკვე შეუერთდა, თუმცა, BMW M4 Gran Coupe -ს გამოშვებასაც გეგმავს. ის Audi RS5 Sportback-ის კონკურენტი იქნება. მისთვის ცდა სულ მცირე 2022 წლამდე მოგვიწევს.

საინტერესოა, რომ M4 Gran Coupe-ს დამატების იდეა, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში ჩვეულებრივი სედანების პოპულარობამ გამოიწვია.

გაზიარება: