Aa Aa
19 მაისი 2020  |  11:13

Bugatti Chiron Pur Sport-ი ნიურბურგრინგზე შემოწმებებს გადის

Bugatti Chiron Pur Sport-ი გერმანიაში შემოწმებას გადის.

როცა ჟენევას ავტოშოუს ციფრული ვერსიისას Chiron Pur Sport-ის პრემიერა შედგა, Bugatti-მ ხაზი გაუსვა, რომ ეს მანქანა უბრალოდ სპეციალური გამოშვება არ იყო. ეს არის 50 კილოგრამით იმ მოდელზე უფრო მსუბუქი ავტომობილი, რომელზეც დაფუძნებულია. 8-ლიტრიანი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანის აეროდინამიკაზე კომპანიამ კარგად იმუშავა. ეს ავტომობილი ძალიან მოქნილია. როგორც კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა შტეფან ვინკელმანმა თქვა, ეს უნდა ყოფილიყო „უკომპრომისო ავტომობილი“.

ახალი სურათებიდან ჩანს, რომ ორი პროტოტიპი Chiron Pur Sports გერმანიაში, ნიურბურგრინგის ტრასაზე ჩვენი გაოგნებისთვის ემზადება.

„ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნი ტრეკი ევროპაში“- ასე წერია ოფიციალურ ვებგვერდზე. ბილსტერ ბერგის სიგრძე 4.2 კილომეტრია. მას 17 მოსახვევი აქვს. Bugatti-ს ინჟინრები და მძღოლი/შასის აგებულების ინჟინერი სვენ ბონჰორსტი ორი პროტოტიპiს გახანგრძლივებულ ტესტ პროგრამას იწყებენ. მოლოდინი დიდია.

„ჩვენი მიზანია, რომ შევამოწმოთ, შევამოწმოთ და შევამოწმოთ, სანამ Chiron Pur Sport-ისგან იდეალურ შედეგს არ მივიღებთ. Chiron-ის ინჟინრებისთვისაც კი იმდენად სახალისოა ეს ყველაფერი, რომ მათ მანქანიდან გადმოსვლა არც უნდათ.“ - ამბობს კომპანიის განვითარების ხელმძღვანელი იახინ შვალბე.  

მანქანას 1.9-მეტრიანი უკანა ფრთა აქვს, რაც ფენტეზის ჟანრის ფილმის X-wing-ს მოგაგონებთ. მძღოლზე ორიენტირებულ Chiron Pur Sport-ს ახალი უკანა დიფუზორი, დიდი ზომის წინა სპლიტერი და ჰაერის უფრო ფართო შემწოვები აქვს. მაგნიუმის დისკები ტიტანიუმის მუხრუჭებისთვის ჰაერის მეტ ნაკადს უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს 3D პრინტერით შექმნილი ტიტანიუმის მაყუჩის მილი და კარბონის დეტალები ემატება.  

ზამბარები უფრო ხისტია - 65% წინ, 33% უკან - განახლებული ადაპტური ამორტიზატორები და უფრო ხისტი შასი. ეს ყველაფერი ტრეკზე ნაჩვენებ შედეგებს 60 კლიენტისთვის საინტერესოს ხდის, რომლებიც ამ მანქანაში მინიმუმ სამ მილიონ დოლარს იხდის.

საინტერესოა, რომ მანქანის მაქსიმალური სიჩქარე შემცირდა და ახლა 350კმ/სთ-ია. 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი 1500 ცხენის ძალას და 1600ნმ-ს ოთხივე ბორბალს უგზავნის და მანქანის წარმოუდგენელ აჩქარებას უზრუნველყოფს.

 

გაზიარება: