ლეოპარდი, მატარებელი და სხვა - რა სიჩქარეს ანვითარებდა კარლოსის დარტყმის შემდეგ ბურთი?
Aa
Aa

ლეოპარდი, მატარებელი და სხვა - რა სიჩქარეს ანვითარებდა კარლოსის დარტყმის შემდეგ ბურთი?

2000/01 წლების სეზონი. "რეალი" ნელ-ნელა "გალაქტიკოს" ფორმაციისკენ მიდის. გუნდი ლა ლიგის მოსაგებად ემზადება.

რობერტო კარლოსი თავისი დაუნდობელი ცაციის დემონსტრირებას კვლავ ახდენს. "ვილიარეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბუზე" ბრაზილიელი მორიგ შედევრს ქმნის.

ინიშნება ჯარიმა, რომელსაც კარლოსი იდეალურად ასრულებს.


 

თუ იმ დროს ისმოდა კითხვა - როგორ ახერხება კარლოსი ასეთი დარტყმების შესრულებას, რა სიჩქარით მიდიოდა ბურთი კარისკენ, როგორ ტრაექტორიას ხაზავდა და რისთვის შეიძლებოდა შეგვედარებინა მისი დარტყმები. ახლა ეს ყველაფერი მარტივად არის შესაძლებელი.

ინტერნესივრცეში ცოტა ხნის წინ, ხსენებული ჯარიმა ახსნეს და საინტერესო შედარებაც გააკეთეს.

რატომ უჭირდათ მეკარეებს კარლოსის გასროლილის აღება? კონკრეტულად ეს ჯარიმა ავიღოთ. ბრაზილიელმა 30 მეტრიდან დაარტყა და ბურთმა ქორის (თანაბრად), ლეოპარდის, მატარებლის, ქარიშხლისას ქარისა და უსეინ ბოლტის მიერ განვითარებულ სიჩქარეს გადააჭარბა.

ახლა უკვე მარტივად გასაგებია თუ რატომ იყო უძლური მეკარე.

46 წელის ბრაზილიელი ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ გვიყვარს ეს დიდებული თამაში ასე ძალიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები