მასტურბაცია დღეში შვიდჯერ - ფიური უაილდერთან ბრძოლისთვის ემზადება და იმუქრება
Aa
Aa

მასტურბაცია დღეში შვიდჯერ - ფიური უაილდერთან ბრძოლისთვის ემზადება და იმუქრება

ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერთან გასამართი ბრძოლისთვის ემზადება და საქმეს სერიოზულად უდგება. ბრიტანელმა მოკრივემ მოსამზადებელი პერიოდის შესახებ პირველ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ბევრ რაღაცას ვაკეთებ ისეთს, რასაც აქამდე არ ვაკეთებდი. დღეში 5-6-ჯერ ვჭამ და 8 ლიტრ წყალს ვსვამ. თუ ბრძოლისას რამე უპირატესობას მომცემს, მზად ვარ ყველაფერი ვცადო".

„დღეში 7-ჯერ ვმასტურბირებ, რათა ტესტოსტერონის მაღალი დონე შევინარჩუნო. აქტიური უნდა ვიყო და არ მინდა ტესტოსტერონის დონე დაბლა ჩამოვიდეს“.

ფიური დარწმუნებულია, რომ მეორე ჯახში ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდება.

„მე აუცილებლად გავიმარჯვებ. დეონტეის შეუძლია თავი ისე გაიმართლოს, როგორც უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი ბრძოლა წააგო და იცის, რომ მეორეშიც იგივე მოხდება. ასე დარწმუნებული ცხოვრებაში არასდროს არაფერში ვყოფილვარ. მე მას ნოკაუტში მეორე რაუნდში ჩავაგდებ. 100 პროცენტით ვიცი, რომ მას ნოკაუტში გავგზავნი.

თუ იმდენად სულელი ვიქნები, რომ უაილდერის მარჯვენა ჰუკი მომხვდეს, მაშინ წაგებას ვიმსახურებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასე არ მოხდება“.

ცხელი ამბები