როდრიგო დე პაული - ატლეტიკოს ახალი ფეხბურთელი!
Aa
Aa

როდრიგო დე პაული - ატლეტიკოს ახალი ფეხბურთელი!

ბოლო პერიოდის განმავლობაში როდრიგო დე პაულს მადრიდის „ატლეტიკოს“ უკავშირებდნენ. დღეს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ არგენტინელი ნახევარმცველი „როხიბლანკოში“ გადავიდა. ინფორმაცია მადრიდული გუნდის ვებ-საიტმა დაადასტურა.

სიმეონეს გუნდმა დე პაულში 35 მილიონი ევრო გადაიხადა. „უდინეზეს“ ყოფილ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ცნობისთვის, როდრიგო კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შესაძლებლობა მომეცა ვიმუშავო ისეთ დიდებულ მწვრთნელთან, როგორიც დიეგო სიმეონეა. ვფიქრობ, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ეს ჩემი ყოველდღიურობაა და სიმეონეს ხელმძღვანელობით ვარჯიში დიდი პრივილეგიაა.

გარდა ამისა, სიამაყით ვივსები, რადგან არგენტინის ნაკრების თამაშების ყურებით გავიზარდე და იქ სიმეონეს ვხედავდი. ახლა მეც არგენტინის ნაკრებში ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. „ატლეტიკოს“ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“ - განაცხადა დე პაულმა

როდრიგო დე პაული უდინეზეში

27 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 2016 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდის განმავლობაში დე პაულმა „უდინეზეს“ მაისური 184-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ როდრიგოს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ამპლუით ნახევარმცველი, 2014/2016 წლებში „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები