როდრიგო:
Aa
Aa

როდრიგო: "ელ კლასიკო არ მაკმაყოფილებს, მეტი მსურს"

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი გარემარბი როდრიგო „ელ კლასიკოში“ მონაწილეობით კმაყოფილი არ არის და უფრო მეტის მიღწევა სურს. ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელი ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს.

როდრიგო ესპანურ მედიას ესაუბრა და საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

რა თქვა როდრიგომ?

„ელ კლასიკოში მონაწილეობით კმაყოფილი არ ვარ. მე უფრო მეტი მსურს. 50 მატჩი ლა ლიგაში ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ახალგაზრდა ვარ. „რეალში“ მხოლოდ მესამე სეზონია, რაც ვირიცხები და უკვე ასეთ ეტაპზე ვარ.

ჩემი მიზანი განვითარება და მადრიდის „რეალის“ დახმარებაა. დაფიქსირებული შედეგით ბედნიერი ვარ და ვეცდები კიდევ არაერთი შედეგი გავაუმჯობესო. ახლა „ბლანკოსი“ შესანიშნავ ფორმაშია. გვსურს, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ და ყველა შესაძლო ტიტულს დავეუფლოთ.“

როდრიგო „რეალში“

2019 წელს როდრიგო 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ფლამენგოდან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. 2019 წლიდან დღემდე, ბრაზილიელმა შემტევმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 71-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ როდრიგო გოეშმა ამ პერიოდში „კასტილიაში“ 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები